• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თსუ-ში აკადემიური საბჭოს სხდომა იწყება

ალია ავტორი - ალია
11:55 02-02-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აკადემიური საბჭოს სხდომა იწყება. პროფესორ-მასწავლებლებს აინტერესებთ დასაბუთება, რატომ გადაწყდა ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება. ისინი დღეს ამ საკითზე თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას პოზიციას პირველად მოისმენენ.

პარალელურად, სასწავლებლის ეზოში იკრიბებიან სტუდენტებიც. ამის გამო მთელ პერიმეტზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

პროფესორების ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო და საკითხი მსჯელობას და დაფიქრებას საჭიროებს. ამასთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები “ოცნების” მხრიდან არც კომერციულ ინტერესს გამორიცხავენ.

ვფიქრობ, ცოტა ნაჩქარევია ამ საკითხზე საუბარი, იმიტომ, რომ არავინ საქმის კურსში არ იყო აკადემიური პერსონალი, არც დამინისტრაცია, მემგონი და რავიცი, დასაფიქრებელია ძალიან. მხოლოდ გივი მიქანაძის განცხადებიდან გავიგე. რაღაც გადაწყვეტილებას რომ იღებ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო და ასე, პირდაპირ არ შეიძლება. ამიტომ, რადგან საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, საკაოდ კარგ განსჯას, დაფიქრებას, აწონ-დაწონვას მოითხოვს. არ არის გამორიხული, რომ კომერციული ინტერესიც შეიძლება იყოს, მაგრამ არ მინდა, ეს დავიჯერო, – ამბობს აკადემიური სფეროს წარმომადგენელი.

კიდევ ერთი ლექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმდენად ბუნდოვანია, რომ “კარგი მიზნის” დანახვა უჭირთ.

იმდენად არარაციონალური და მოულოდნელი გადაწყვეტილებაა თუ ჯერ დაგეგმილია, ვერ გეტყვით, აი, კონსტრუქციულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. აი, დღეს რომ შევედი და რაღაცნაირი სიტუაცია დამხვდა, უსაფრთხოება… მძიმე განცდით გამოვედი, ძალიან ვღელავ. მიზანი შეიძლება, ბევრი იყოს. ყოველ შემთხვევაში, იმდენად ბუნდოვანია, რომ კარგი მიზნის დანახვა აქ ძალიან რთულია. შესაბამისი მუშაობის გარეშე ასეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტა, ცხადია, იქნება დამაზიანებელი, – ამბობს ერთ-ერთი ლექტორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved