• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თსუ ჩვენი დასაცავია“ – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:33 02-08-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 108 წელს ულოცავს.

მისი თქმით, “რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ერად დარჩება, სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს“.

„დღეს 8 თებერვალია და მინდა, ეს უდიდესი დღე მთელ საზოგადოებას მოგილოცოთ. 1918 წლის 8 თებერვალი არის ის დღე, როცა დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსება კი არ იყო, ეს იყო ამავე დროს დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა იწყება 2 რამით – ავტოკეფალიის გამოცხადებით და უნივერსიტეტის დაარსებით. უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვება, წლების მანძილზე, წერა-კითხვის საზოგადოების მუშაობას იმისთვის, რომ ქართული, ეროვნული სწავლება დაბრუნებულიყო საქართველოში იმპერიის გარუსების შემდგომ და ეს მუშაობა, ეს განუწყვეტელი მუშაობა იმ მთელი ინტელიგენციის, არის ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების საფუძველი. ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვისაც გვჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არ აქვს სხვა ალტერნატივა, თუ არა რომ იყოს გაძლიერებული, რომ იყოს ევროპული და ჩვენ, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც იდგა ამ უნივერსიტეტის დაარსების სათავეში, ჩვენ ყველას გვჯერა, რომ თუ არა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, თუ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ერად დარჩება, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს – სახელმწიფოს სჭირდება ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამისი ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია – საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი”,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved