• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თრევა-თრევით ჩაიყვანეს, თავში მუშტები ურტყეს… პოლიციის უფროსმა იარაღი მომადო – ოჯახი პოლიციას დაკავებულის ცემაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
13:35 11-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

ახმეტაში მცხოვრები 39 წლის ირაკლი ქინქლაძის ოჯახი სამართალდამცავებს მამაკაცის ცემასა და თავდასხმაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ქინქლაძე თბილისში დააკავეს და სცემეს. ახმეტაში კი მათი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკი  და ცეცხლსასროლი იარაღი თავად პოლიციამ ჩადო.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქინქლაძე წარსულში ნასამართლევია, ახმეტის პოლიცია მას ემუქრებოდა და  ქვეყნის დატოვებას აიძულებდა. მეუღლე “მთავარ არხს” უყვება, რომ თბილისში დაკავებისას სამართალდამცველები მის ქმარს სასტიკად გაუსწორდნენ და წინასწარი მოთავსების იზოლატორში ნაცემი გადაიყვანეს.

ირაკლი ქინქლაძის მეუღლე ამბობს, რომ პარალელურად სპეცოპერაცია მიმდინარეობდა ახმეტაში, მათ საცხოვრებელ სახლში. მეუღლე ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ფანჯრის მინები ჩალეწეს და ნარკოტიკული ნივთიერება შეიტანეს, საძინებელში კი ცეცხლსასროლი იარაღი ჩადეს. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის უფროსის მოადგილე და ხელმძღვანელი, გიორგი ჩოქური.

ამასთან ოჯახის წევრის თქმით, ქინქლაძე 2020 წელს ახმეტაში დაჭრეს, ფაქტზე მწყემსი დააკავეს და მალე გამოუშვეს.  მისი თქმით, ამის შემდეგ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოს კარი დაცხრილეს,მაგრამ ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია.

“2020 წელს 26 აპრილს ჩემი მეუღლე დაჭრეს პოლიციის თანდასწრებით, რეაგირება 0. ამის შემდეგ სახლი დაგვიცხრილეს. 3-ჯერ არის დაცხრილული. ახლაც ლილოში რომ დააკავეს 4 ნოემბერს მე-6 სართულიდან პირველ სართულამდე თრევა-თრევით ჩაიყვანეს. თავში მუშტები ურტყეს, კოპები ადევს, სახეც დალურჯებული ჰქონდა, პოლიციაში სცემეს. პოლიციის უფროსმა, გიორგი ჩოქურმა იარაღი მომადო მხარზე და მეუბნება: გოგო, შენ არ ხარ, კრიმინალს რომ მალავ. ეს იარაღი რომ მომიშვირა კიბეებზე ჩავიდა, არ გაჩერდე თორემ გესვრიო. იძახის, რომ დავინახე ირაკლი აქ რომ იყოო და მე ირაკლი არ მინახავს რამდენიმე დღეა. აქედან წაიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც თავიანთი ჩადებულია. 3 წელი ვიცხოვრე, არანაირი იარაღი არ მინახავს ამ ოჯახში. მარიხუანას ვერ მოიყვანდა იმიტომ, რომ კალიასკაში მეჯდა, 3 თვე საწოლში მეწვა”,- ამბობს დაკავებულის მეუღლე. 

ადვოკატი, ალექსანდრე ზუბაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, რადგან ის არჩევნებში “ქართული ოცნებას” არ დაეხმარა.

“მისი ოჯახისა და მის მიმართ წლებია ინტერესი აქვთ, დღეს რაც მოხდა ამით დიდი ხანია ემუქრებოდნენ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება ჩემზეც განახორციელონ ზეწოლა. მე არ გავჩერდები და მოვითხოვ იმ პოლიციელების დასჯას ვინც ჩაიდინა დანაშაული” ,- ამბობს ადვოკატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ დაკავების დროს ქინქლაძემ გამოიყენა დანა და ეს დანა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

შსს ირაკლი ქინქლაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოყვანა-დათესვასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved