• რეკლამა
  • კონტაქტი
22:51, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თქვეს, რომ კოვიდინფიცირებული დავდიოდი პაციენტებთან და მე ვავრცელებდი ინფექციას!”

ალია ავტორი - ალია
22:04 08-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

სვანეთში მომუშავე მედიცინის მუშაკი, ნინო ჯაფარიძე, რომელის შესახებ ბოლო დღეებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, ვრცელ განმარტებას აკეთებს:

,,მათთვის ვისაც არ სჯეროდა და სჯერა კორონა ვირუსის არსებობის.

დროა დაიჯეროთ ის ჩვენს გვერდზეა, ან უკვე ჩვენს სხეულშია.

რამდენი დღეა ვფიქრობ რა დააშავა ხალხმა ვინც უკვე ინფიცირებულია ან აწი დაინფიცირდებიან?

მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო: რამოდენიმე დღეა ვტირივარ არა საკუთარ თავზე, არამედ თქვენზე ჩემო სვანებო, თქვენზე ვის ჯანმრთელობის და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად მუდმივად ვზრუნავდი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს სვანეთში ვერ მოიყვანდა.
ეგება პასუხი გამცეს ვინმემ რატომ არ გაიხსნა ცხელების ცენტრი მესტიაში?

ვფიქრობ მთავარი და მთავარი პასუხისმგებელი ამ საკითხზე იყო ჯანდაცვის სამინისტრო. ნუთუ მარტის თვის შემდეგ მაგის უზრუნველყოფა არ შეიძლებოდა, რომ დღეს ქვეყანა ამ დღეში არ ჩავარდნილიყო.
მეტირება საცოდავ ხალხზე რომლებისთვისაც იოლი გგონიათ მინიმუმ 140 კმ გავლა პირველივე ცხელების ცენტრამდე, ავადმყოფობის დროს, როცა თავში გვიკაკუნებენ , რომ სვანეთში კორონა ვირუსი არ არსებობს.
ბევრი იტყვის რატომ შენ თვითონ არ ამოიღე ხმა? სამწუხაროდ როცა ამოვიღე ხმა, ვიზრუნე ვერაფერი დავიმსახურე კამათის, ჩხუბის და დაცინვის გარდა.იმის გარდა რომ რაიონში სიტუაცია სტაბილური იყო და მომიწოდებდით პანიკა არ მეთესა ხალხში. პირში წყალი ჩავიგუბე და ა ბატონო უყურეთ როგორ ამოანთხია წყალმა. სამწუხაროდ ეს წყალიც ისევ მე მომიბრუნდა ღვარცოფად. ჯობდა ჩემთვის გეწოდათ პროვოკატორი, ინტრიგანი და ასე შემდეგ და არ გავჩუმებულიყავი, მაგრამ დავიღალე დაუმსახურებელი კომენტარებით. ჯობდა ამეტანა და მოსახლეობა არ ჩავარდებოდა ამ დღეში. რომ იცოდეთ როგორ მეცოდებით ამ უნიათობისთვის, იმ დამსახურებული ზიზღისთვის რასაც მოსახლეობის მხრიდან მივიღებთ დამსახურებულად.
მინდა მოგმართოთ უკვე ინფიცირებულებო,
აწი ვინც დაინფიცირდებით. პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია. მართალია როცა მსოფლიოში ასეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის რა რეკომენდაციასაც სახელმწიფო გვაძლევს უნდა შევასრულოთ.
მაგრამ გეკითხებით, როცა სამედიცინო დაწესებულება სადაც ამ სერვის მიიღებ არ გაქვს ან გაქვს სადღაც მინიმუმ 140 კილომეტრში რა უნდა ქნა?

მთავრობის ერთ ერთი წარმომადგენელი ტელევიზიით გვიცხადებს, რომ პირველ ინფიცირებულს ცხელების ცენტრისთვის უნდა მიემართა, უნდა მიემართა პაციენტს ამაში სხვა აზრი არ არსებობს, მაგრამ საკუთარ თავშიც ჩაიხედეთ რამდენად მართალი ბრძანდებით. ხო არ ჯობდა თავის დროზე გეზრუნათ ცხელების ცენტრის გახსნაზე დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებდით ექიმები და მოსახლეობა და არ ჩავარდებოდა ხალხი ამ დღეში, მაგრამ პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი. წყალში ჩაუყარეთ სახელმწიფოს ბრძოლა.

ამ დღეებში არის საუბარი, თურმე მე დავდიოდი პაციენტებთან სახლში, მე მაქვს დადასტურებული კოვიდ ინფექცია, მე ვავრცელებდი ინფექციას მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, უფალს მადლობას ვუხდი დადასტურებული კოვიდ ინფექცია ჯერ არ მაქვს ამდენად თქვენთვის ზიანის მოტანა არ შემეძლო. აწი რაც დამემართება იმაზე ბოდიშს ვერავის მოვუხდი, იმიტომ რომ მე არ დავდიოდი პაციენტებთან სახლში, პაციენტებს ვემსახურებოდი რეკომენდაციების დაცვით საავადმყოფოში, სავადმყოფოში სადაც აქამდე არაფერი მევალებოდა პაციენტების მომსახურების გარდა, თუ ინფიცირებული გავხდები რასაც ალბათ ვერ ავცდები დაზარალებული ვიქნები ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურებით იმის გამო რომ აქ ცხელების ცენტრი არ გახსნა. ცხელების ცენტრის არსებობის შემთხვევაში პირველივე მოსიარულე პაციენტს მოვიყვანდი სატელეფონო საუბრით, დიაგნოზიც დადგინდებოდა და სახელმწიფო თავისი მოსახლეობით ამ დღეში არ ჩავარდებოდა.
ისე ვინც განმიკითავთ ან განმიკითხოთ უფალს ვთხოვ ჯანმრთელად გამყოფოთ, ვთხოვ მხოლოდ მე ვიყო ბოლო ინფიცირებული მსოფლიოში, თუნდაც ბოლო მსხვერპლი კოვიდ ინფექციით.

ისე ვინც ჩემი და ჩემი ოჯახის განკითხვის რიგში ხართ გაითვალისწინეთ მე გავიზარდე ბიცოლაჩემის ხელში. მრცხვენია რომ მათ მხოლოდ სატელეფონო რეკომენდაციებს ვაძლევდი?, მე მათ არ მივკარებივარ კლინიკაში მოსვლამდე. კლინიკაში სტანდარტით გათვალისწინებული ჩაცმულობით მოვემსახურე, როგორც ყველა ცხელებით პაციენტებს გემსახურებით. პაციენტი იძულების წესით გადავამისამართე ცხელების ცენტრში.ეს არის ჩემი დანაშაული რომ მთელ სვანეთს არ მოედო ინფექცია და შემდეგ მთელ ქვეყანას.

ისე ცოტა ადრინდელ დროში გადაგიყვანთ და ეგება დაფიქრდეთ სანამ ჩემი ახლობლების წყევლა კრულვას მოყვებით. 2010 წელს პაციენტებისგან გადადებული ვირუსული ინფექცით დაავადებულმა სახლში ინფექცია მივიტანე. დაავადდა 65 წლის მთასავით ძლიერი მამაჩემი სიკვდილს რამდენი წელი ებრძოდა, რამდენი ტანჯვა წამება გადაიტანა, დღემდე რამდენს წვალობს, 10 წელია ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულია, 10 წელია სიკვდილს ნატრობს, ვინმეს რამე გაგრძნობინეთ, ვინმე ვწყევლეთ მე ან ჩემი ოჯახის წევრებმა, ვინმეს თავს მოგახვიეთ? დაფიქრდით საკუთარ ქმედებებზე. ვინმე ფიქრობს ამ 10 წლის განმავლობაში რამდენი დამცირება მიმიღია პირბადის ხმარების გამო, თქვენთვის იოლია განიკითხოთ სხვა. ჩემს გულში და სხეულში ჩაიხედეთ რა დღეში ვარ იმის ფიქრით, რა დაემართება მამას თუ დაინფიცირდა, რომელსაც მედიკამენტებზე ანაფილაქსიური რეაქციები ემართება, რომელსაც მედიკამენტები სიკეთის მაგივრად ვნებს. არ გახვევთ თავს იმას რომ ოჯახში 14 წევრი ვართ.

პაციენტების სიმართლით გევლოთ იმ პირებს ვისაც ამ საქმის მოწესრიგება გევალებოდათ და არ მოაგვარეთ.

მადლობელი ვარ თქვენი განკითხვისთვის.

ძალიან გთხოვთ კომენტარებით ნუ გამომეხმიანებით.

უფალი ფარავდეს მსოფლიოს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

17:45 09-18-2025
AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved