• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენთვის რომ დაგვეჯერებინა და ეს სისულელე გაგვეკეთებინა, დაგვეწესებინა ეროვნული დონის სანქციები რუსეთზე…” – ღარიბაშვილი ოპოზიციას

ალია ავტორი - ალია
16:25 05-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
521

 პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, ოპოზიციის მისამართით თქვა:

“რომ გვიკიჟინებდით და მოგვიწოდებდით, დაუწესეთ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები რუსეთსო, მინდა გკითხოთ, წარმოდგენა თუ გაქვთ საერთოდ, რომ 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე. ამ ფონზე, მით უმეტეს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს, ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობის უკრაინის მიმართ, ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ დღეს მსოფლიოში არის ურთულესი ვითარება. მსოფლიო ეკონომიკის რეცესია არის მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში, ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ახლა გეკითხებით, ორი თვის წინ თქვენთვის რომ დაგვეჯერებინა და ეს სისულელე გაგვეკეთებინა, დაგვეწესებინა ეროვნული დონის სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ დღეს თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი მოქალაქეებისთვის?!”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved