• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენმა მეგობარმა რამე რომ დააშავოს, პასუხისმგებლობა თქვენ უნდა დაგეკისროთ?! – გიორგი კანდელაკის ადვოკატის პირველი კომენტარი

ალია ავტორი - ალია
12:21 09-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ ვეტერან მოკრივეს, გორელ ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დაადასტურა.

როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ, მათთვის კვლავ უცნობია, რაში მდგომარეობს ბიზნესმენის ბრალეულობა.

ადვოკატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შენობა, სადაც გამოძიების მტკიცებით, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა ხდებოდა, გიორგი კანდელაკს არ ეკუთვნის.

ინფორმაციას, რომელსაც ასე ავრცელებს საგამოძიებო უწყება იქნება თუ მედიასაშუალებები, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის არასწორი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ა.შ. 

გიორგი კანდელაკს არათუ ამ საქმესთან, ამ ქარხანასთან, ბრალში დასახელებულ კომპანიებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია”- თქვა ადვოკატმა. 

კითხაზე, აქვს თუ არა მეგობრული ურთიერთობა კანდელაკს, ასევე დაკავებულ გორის საკრებულოს წევრ ბორია გოგიჩაიშვილთან, [დოკუმენტების თანახმად, საწარმო, სადაც სპეცოპერრაცია ჩატარდა, “ქართული ოცნების” წევრს ეკუთვბის] უფლებადამცველი ამბობს: 

პირობითად, თქვენმა მეგობარმა რამე რომ დააშავოს, თქვენ პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროთ?! კიდევ ერთხელ განვმარტავ: ე.წ. ქარხანა, კონკრეტული ტერიტორია, ამ ე.წ. იატაკქვეშა ბიზნესთან, როგორც ეს მედიამ მონათლა,  გიორგი კანდელაკს შემხებლობა არ აქვს. მას შემდეგ რაც მასალებს მივიღებთ, საზოგადოება ობიეტქურ ინფორმაციას მიიღებს”- აღნიშნა ადვოკატმა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბრის დილას გაავრცელა ინფორმაცია 7 ადამიანის დაკავების შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან არიან დაკავშირებული, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას.

სამართალდამცავებმა უაქციზო სიგარეტების საწყობიც აღმოაჩინეს.

დაკავებულებს შორის არის გორელი ბიზნესმენი და მოკრივე, გიორგი კანდელაკი.
დაკავებულია ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძე და გორის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ბორის გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved