• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება” – კონგრესმენი უილიამ კიტინგი საქართველოს ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
23:36 07-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,903

საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება , – ამის შესახებ კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა (დემოკრატიული პარტია) წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

გარდა ამისა კიტინგმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩინეთთან დაკავშირებითაც, კონგრესმენის თქმით, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს აქებს, პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაიანში, მეტიც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

შესაბამისად, მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს.

“სამწუხაროდ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერისა და კონსტიტუციური ვალდებულებების მიუხედავად მმართველი, “ქართული ოცნების” პარტია ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ გზიდან აცდა.

სულ რაღაც წინა თვეს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური აგენტების” კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლისთვის.

დღეს ორი მესიჯი მაქვს საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის. პირველი, საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში ოფიციალურ პირებსა და, რაც მნიშვნელოვანია, მათ ოჯახის წევრებზე. სანამ საქართველო მთავრობა აგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების მიღებას, რამდენადაც საჭირო გახდება.

მეტიც, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” აქებს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაიანში, მაშინ, როდესაც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ამ უკანონო ომის მსველობისას.

მარტივად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. კიდევ არის მმართველი პარტიის მხრიდან ქართველი ხალხის ღალატის მაგალითები. ხალხისა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსეთთან საკუთარი ომის მოგონებები არც ისე დიდი ხნის წინ.

მეორე [მესიჯი] ქართველ ხალხს: ევროკავშირსა და ნატოში ყოფნის თქვენი ამბიციები ძალიან კარგად არის ცნობილი ამ კონგრესსა და ადმინისტრაციაში. როგორ წინა სამ ათწლეულში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევებში თქვენს მხარდაჭერას. “ქართველი ხალხის აქტი”, რომელიც მე წარვადგინე გასულ თვეს, და ჩემი მეგობრის, ჯო იულსონის MEGOBARI აქტი ჩვენს მხრიდან თქვენი დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მთავრობა არღვევს თავის კონსტიტუციურად სავალდებულო დაპირებებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში წევრობისადმი გზა გაკაფოს”, – განაცხადა მან.

,,ინტერპრესნიუსი”

თეგები: უილიამ კიტინგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved