• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენი მიზეზით სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ანალიზი ჩავარდა და გაფუჭდა…” – თენგიზ ცერცვაძის პასუხი მაია ზარანდიას

ალია ავტორი - ალია
20:50 12-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, სოციალური ქსელით, ყოფილ თანამშრომელს, მაია ზარანდიას პასუხობს:

“ჩემო მაიკო,

უსაზღვროდ გამაკვირვა შენმა პოსტმა, უფრო სწორად შენმა პოსტებმა. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. საინტერესოა, რამ გაიძულა ისეთი რაღაცის გაკეთება, რასაც ჩემი ყველაზე მარგინალური ოპონენტებიც კი არ აკეთებენ და რატომ აირჩიე ცნობილი არაკის „კუ და მორიელის“ პერსონაჟის როლი.

დავიჯერო, ვერ ხვდები, რომ შენს პოსტებში ყველა წინადადება აცდენილია სინამდვილეს, ზოგიერთი კი დიამეტრალურად საპირისპიროა. განსაკუთრებით მიუღებელია შვილდაღუპული მშობლებით სპეკულირება. საიდან მოიტანე, რომ მათ არაკორექტულად ველაპარაკები.

COVID იმდენად ვერაგი დაავადებაა, რომ სამწუხაროდ, შვილდაღუპული მშობლები ყველა ქვეყანაში არიან და თან გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამის გამო პანდემიის მაჩვენებლების სტატისტიკაზე და მათ ანალიზზე უარი არსად უთქვამთ. ჩვენი ყველა მონაცემი აღებულია უცვლელად ევროპის და მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ინსტიტუციებიდან (ECDC, ჯანმო, Worldometers) და რა ვქნათ დავმალოთ, რომ რიგი მთავარი მაჩვენებლების მხრივ, როგირიცაა: ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების სხვებზე დაბალი პროცენტი, მათ შორის ბოლო 1 თვის და ბოლო 1 კვირის მანძილზეც, ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი და სხვ. ევროპის ბევრ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი მაჩენებლები გვაქვს? ეს უნდა გაღიზიანებდეთ, თუ გიხაროდეთ? მაინცდამაინც აპოკალიფსი გინდათ რომ იყოს?

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, მათ შორის ახალგაზრდა ასაკში, არ მგონია, საქართველოში ჩემზე მეტად განიცდიდეს ვინმე ამას ან ჩემზე მეტს აკეთებდეს იმისთვის, რომ COVID გარდაცვალების შემთხვევები კიდევ უფრო ნაკლები იყოს.

ან „ზღვა დაფინანსება“ საიდან მოიტანე. კარგად იცი, რომ ყოველთვის არსებობისთვის ბრძოლა გვიწევდა და ამის მიუხედავად შევძელით ქვეყნისთვის თავიდან აგვეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ვყოფილიყავით უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ინიციატორი და შემსრულებელი და ახლა ვიყოთ COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე.

“კლინიკის დირექტორი გაშოტილი იწვა და ყინულით სავსე პრეზერვატივებს (!!!!) ცხვირზე ადებდენ…” – რას ჰყვება ინფექციურის ყოფილი თანამშრომელი?

ან რა „ღმერთების სამსხვერპლოზე“ და „კორუფციაზე“ აკეთებ მინიშნებებს? ვითომ არ იცი, რომ ჩვენი ცენტრი ქვეყანაში ლამის ყველაზე არაკორუმპირებული დაწესებულებაა, ხოლო პირადად მე ჩემი 50-წლიანი საექიმო პრაქტიკის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან ერთი თეთრიც კი არ ამიღია, არც სალაროთი და არც სალაროს გარეთ.

ან კიდევ ვერ ხვდები? რომ თუ ისევ თქვენი მიზეზით „სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ანალიზი ჩავარდა და გაფუჭდა“ და ამაზე უსიამოვნება შეგვხვდა და შენ ამ დროს ისიც არ იცოდი „გეცინა, თუ გეტირა“, ეს შენზე კარგს არაფერს ამბობს. მაიკო!

ისეთი შეურაცმყოფელი პოსტები რომ დაწერო ვინმეზე, როგორიც შენ დაწერე და თან ყოვლად უსაფუძვლოდ, ამისთვის რაღაც იმაზე სერიოზული მიზეზი და მოტივაცია უნდა გქონდეს, ვიდრე ის, რომ მე COVID გარდაცვალების სტატისტიკას ვაქვეყნებ. ან კიდევ, 20 წლის წინანდელი რაღაც ფაქტები, მათ შორის გამოგონილი. ხომ არ იცი, რა არის ეს მიზეზი?

შენ არ იყავი, რომ ჩვენგან წასვლიდან კარგა დიდი ხნის შემდეგ შენივე ხელნაკეთი მინანქრის ნაკეთობა მაჩუქე და თან „დიდი სიყვარულით და პატივისცემით“. იმის მერე რაიმე შეიცვალა? როდის იყავი გულწრფელი – მაშინ, თუ ახლა? ისე, შენი საქმის შენი იცი. „სანთელ-საკმეველი“ თავის გზას მაინც არ დაკარგავს.”

თეგები: თენგიზ ცერცვაძემაია ზარანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved