• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ ვის აირჩევდით ჰიტლერსა და სტალინს შორის?” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
15:34 10-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

“იმისათვის რომ ქოცებმა და ნაცებმა კარგად გაიგოთ, როგორ ვუყურებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტკურ პროცესს ე. წ. შუაშისტები, მივმართავ ისეთ ლიტერატურულ ხერხს, როგრცაა ჰიპერბოლა (სალაპარაკო ქართულში უტრირებას რომ ვეძახით):

წარმოიდგნეთ, რომ ჰიტლერი და სტალინი ერთი ქვეყნის პოლიტიკოსები არიან. ჯერ ქვეყანას 9 წელი მართავდა ჰიტლერი, მერე ის სტლაინმა დაამარცხა და ისიც აგერ უკვე 9 წელია მართავს.

თუმცა ჩვენს ჰიტლერს თავი არ მოუკლავს, დარჩა პოლიტკაში. მისი ნაციონალ-სოციალისტები მთავარი ოპოზციური ძალაა და მედგრად ებრძვის სტალინის კომუნისტურ პარტიას. თავად ჯერ სხვა ქვეყანის პოლტიკაში მოსინჯა ძალები. იქ რომ დიდი არაფერი გამოუვიდა, ცხრა წლის თავზე ქვეყანაში შემოიპარა, თუმცა დააპატირმეს და ციხეში ჩასვეს.

მისი მომხრეები მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავენ და ამბობენ: „ჩვენმა ფიურერმა ფაქტობრივად თავიდან შექმნა ჩვენი სახელმწიფო. პირველი მსოფლიო ომის მერე განადგურებული და დამცირებული ქეყანა ფეხზე წამოაყენა, ეკონომიკური ზრდა არნახულ სიმაღეზე აიყანა, ინდუსტრიალიზაციამ ასვე არნახულ მაშტაბებს მიაღწია, დაიწყო აღმშენებლობა, ფეხზე დააყენა არმია, მისი შეირაღება გახადა მსოფლიოსი საუკეთესო, დაამყარა წესრიგი, გააძლიერა პოლიცია და დედა უტირა კრიმინალურ სამყაროს, დააგო მსოფლიოსი პირველი ავტობანები. კი იზახდით მასინ, ასფალტი ( თუ ცემენტი) ვჭამოტო, მაგრამ ხომ ყოფილა საჭირო კარგი გზები?!,

შესაბამსიად, დაუშვებელია ასეთი აღმშენებლი ციხეში იჯდეს. ვინმემ გააკეთა მისი მეათედი მაინც?!

ქვეყანაში თუ რომელიმე ჩინოვნიკი დანაშაულს სჩადიოდა, ისინი დაიჭირეთ, რა ფიურერისს ბრალია ეს?! ფიურერი ხომ არ აწამებდა პირადად ხალხს?! ვინმემე ნახა, როგორ იძლეოდა პოლიტკური ოპონენტების ცემის და განადგურბეის ბრძანებებს? სასმართლოზე მოწმეებად მოღალატე გერიგნი და გებელსი მოიყვანეს. მათ რა დაეჯერებათ?! მის წინააღმდეგ ყველა საქმე სტალინის კაგებეს შეკერილია. მსხვერპლთა ოჯახის წევრბეიც აქციებზე კაგებეს გამოყავს და საერთოდ ეს სტალინი კრმელის პროექტია, ხომ ხედავთ კრემლში როგოგ გაუხარდათ ფიურერის დაპატიმრება?! ის მარტო იმიტომ უნდა იყოს თავისუფლაი, რომ კრემლში უხარიატ მისი პატიმრობა. ჩვენი თუ არ გჯერათ, ინტლეიგენციას კითხეთ. ისნიც იმავეს ამბობენ დიდი გრიგოლ რობაქიძის თამადობით!

ხომ ხედავთ, სტლაინის მარიონეტი, ლავრენტი პავლოვიჩი პირდაპირ იძახის, თუ ჭკვიანად არ იქნება, კიდევ დავუმატებთ მუხლებსო. ამის მერე კიდევ არსებობს ეჭვი, რომ მისი დაპატიმრება პოლიტკური მიზეზით მოხდა? არა, ხომ?

ან ვინ უნდა გაასამრთლოს თანამედროვეობის უდიდესი პოლიტიკოსი? სტალინის სასამართლომ? მან ხომ ყველა ის მოსამართლე დააწინაურა, ვინც ფიურერის დროს უკანონობას სჩადიოდა? ეს სასამართლო ახლა თავისუფალია? თქვენც ამბობთ, რომ არა. ესე იგი ფიურერი გარეთ უნდა იყოს და უნდა შეწყდეს საუბარი მის დანაშაულზე. ვინც მის დანაშაულზე საუბრობს, ყველა კომუნისტია!

ხომ ხედავთ ეს სტალინი სინამდვილეში რა საშინელი ვინმე აღმოჩნდა, თავი დემოკრატად მოგაჩვენათ და თავადაც დიქტაოტრი გამოდგა, ამიტომ ახლა ისევ ნაციონალ-სოციალისტები უნდა ავირჩიოთ. თან ფიურერი მზადაა სხვებსაც გადაუნაწილოს ძალაუფება. რა გაცინებთ? არ გჯერათ? რა თქმა უნდა, არ გჯერათ, თქვენ ხომ პირწავარდნილი კომუნისტი ხართ!

თან ჩვენ მხარეს ისეთი ხალხია, როგორიც, კნუტ ჰამსუნი, ბერნარდ შოუ და გრიგოლ რობაქიძე არიან. მაგ გორელ გოიმს კი ვინ უჭერს მხარს – კონსტანტინე ლორთქიფანიძე და ალიო მირცხულავა!“

პოსტი ძალიან გამიგრძელდა და აღარ მოვყვები, რას გვეუბნებიან საპასაუხოდ კომუნისტები და რითი გვამუნათებენ. თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ მიამატოთ ეს. ამასობაში კი არჩევნების მეორე ტური ახლოვდება, სადაც ერთმანეთის პირისპირ ამ ორი ძალის კანდიდატები წარსდგებიან.

თქვენ ვის აირჩევდით ჰიტლერსა და სტალინს შორის?

P. S. კომენტარებში ტყუილად რომ არ მკითხოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არც მიშას ვადარებ ჰიტლერს და არც ბიძინას სტალინს. ეს ჰიპერბოლაა ანუ გაზვიადება, რათა პრობლემა უკეთ დაინახოთ. ასევე, ვინემს გული რომ არ დაგწყდეთ, გეტყვით, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა პერსონაჟები პირქითაც დამელაგებინა, ანუ ჰიტლერის ადგილზე სტალინი ყოფილიყო. არაფერი შეიცვლებოდა.”

თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved