გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
„კალაძემ ბრძანა, არასდროს მითქვამს თბილისის საკეთილდღეოდ საკრებულოში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარიო.
ჩვენი ინიციატივა იყო ანტი-კორუფციული კომისიის შექმნა და კორუფციის საკითხებზე საკრებულოში მერის მოსმენა. რატომ არ შექმენით ანტი-კორუფციული კომისია და რატომ არ მოხვედით საკრებულოში? თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თბილისის საკეთილდღეო ბრძოლა? Kakha Kaladze კახა კალაძე
მაგრამ ის ცირკი, რაც დღეს საკრებულოში ხდება და რასაც მუდმივად თქვენ და ნაცმოძრაობა ქმნით, გაწყობთ. გაწყობთ იმიტომ, რომ რეალურ პრობლემებს გაექცეთ და შემდეგ საზოგადოებას ოპოზიციის სახედ ნაცმოძრაობა წარმოუდგინოთ. მაგრამ არ მიკვირს, თქვენ ის მერი ხართ, დებატების შიშით, საქმიანი ოპოზიციის წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეთ.“
კომენტარები