• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თქვენ გაინტერესებთ, „ვაგნერი“ უფრო ძლიერი სამხედრო დაჯგუფება თუ კადიროვის სამხედრო შენაერთები?” – რას გვიყვება ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
21:00 05-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,714

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში არსებულ საბრძოლო ვითარებასთან დაკავშირებით. მედიასაშუალებების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა საკუთარი ნებით დატოვეს ბახმუტი. მეორე ნაწილი ამბობს, რომ უკრაინელების შეტევის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ. რომელია მართალი?

– რუსული თუ სხვა და სხვა ქვეყნის პრორუსული მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ბახმუტი საკუთარი ნებით დატოვეს. რუსები ხომ ყველანაირად ცდილობენ, რომ საკუთარი მარცხი არ აღიარონ უკრაინაში, მასშტაბური იქნება ეს თუ მცირე. გაიხსენეთ, როდესაც უკრაინულებმა ქალაქ ხერსონის უდიდესი ნაწილი დაიბრუნეს, რუსებმა ჯარი, ქალაქის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ხერსონის რუსეთის მოქალქეები ქალაქის აღმოსავლეთით, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაიყვანეს და ამით გადაარჩინეს ისინი. ეს იყო უკან დახევა,ჯ არის გაქცევა, მაგრამ მაშინ  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და კრემლმა განაცხადეს, რომ ეს იყო სამხედრო მანევრი და ტაქტიკური უკან დახევა. რუსეთში დღემდე იციან, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკოვზე“ შემთხვევითი აფეთქება მოხდა და ამის გამო ჩაიძირა. არადა, ყველამ ვიცით, რომ უკრაინელებმა აფეთქეს,   „მოსკოვს“ „ნეპტუნის“ ტიპის ორი უკრაინული რაკეტამოხვდა და მერე ჩაიძირა. რეალურად, ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მე–3 საშტურმო–სადესანტო ბრიგადამ მოხერხა და რუსეთის 72–ე მოტომსროლელი ბრიგადა განდევნა ბახმუტიდან 3 კოლომეტრის მანძილზე. ამით ფლანგებიდან რუსეთს შეექმნათ სერიოზული საფრთხე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, თუნდაც ნახევრად ალყა შემოარტყან ბახმუტში მყოფ „ვაგნერის“ დაჯგუფებებს.

– „ვაგნერის“ შემქმნელი და მეთაური, ევგენი პრიგოჟინი იმუქრება, რომ „ვაგნერელები“ დატოვებენ უკრაინას, რადგან თავდაცვის სამინისტრო მის სამხედრო დაჯგუფებას იარაღს არ აწვდის. შესაძლოა, ეს განვიხილოთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებულ დაპირისპირებად?

–„ვაგნერი“ კერძო სამხედრო კომპანიაა დაქირავებული მებრძოლებით და არ შედის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. კი, პრიგოჟინი „ვაგნერის“ მეთაურია, მაგრამ რადგან კერძო კომპანიას უდგას სათავეში,ამ ფაქტს ვერ განვიხილავთ რუსეთის არმიის სარდლობას შორის არსებულ დაპირისპირებად. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრიგოჟინი თაავდაცვის მინისტრს, შოიგუს და სხვა გენერლებს აკრიტიკებს– თქვენ თბილად ზიხართ მოსკოვში კომფორტულ კაბინეტებშიდა ჩვენ აქ არასათანადო და არასაკმარისი იარაღით ვიბრძვითო. ამ ეტაპზე პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ეს დაპირისპირება კრემლის ჩარევით მოგვარდა. კრემლმა გააფრთხილა პრიგოჟნი, მისი დაქირავებული მებრძოლები, რომ თუ ისინი დატოვებდნენ ბახმუტს, ეს ჩაითვლებოდა სამშობლოს ღალატად და სათანადოდაც დაისჯებიან. რამდენადაც ცნობილია, „ვაგნერელები“ დარჩნენ ბახმუტში და აგრძელებენ ბრძოლას. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრომ  მათ მიაწოდა იმ საბრძოლო საშუალებების ნაწილი, რასაც პრიგოჟინი ითხოვდა და დანარჩენსაც მალე მიაწვდიან.

–„ვაგნერის“ ბახმუტიდან გამოსვლის შემთხვევაში, მის ჩანცვლებას ახმად კადიროვი აპირებდა საკუთარი მებრძოლებით. რამდენად ძლიერი სამხედრო დაჯგუფებები ჰყავს კადიროვს? საქმე–საქმეზე რომ მიდგეს, შესძლებენ სრულფასოვნად „ვაგნერის“ჩანაცვლებას?

– თქვენ გაინტერესებთ, „ვაგნერი“ უფრო ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და ეფექტური სამხედრო დაჯგუფება თუ კადიროვის სამხედრო შენაერთები? მე ვიტყვი, რომ „ვაგნერი“, რადგან პრიგოჟნის დაქირავებულ მებრძოლებს უფრო მეტი საბრძოლო გამოცდილება აქვთ, მეტი მოტივაციაც აქვთ–ისინი რუსეთისთვისაც იბრძვიან და თან ამაში ფულს უხდიან, თან სოლიდურად უხდიან. კადიროვის დაჯგუფებებსაც აქვთ საბრძოლო გამოცდილება, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც „ვაგნერს“. ამასთან, „კადიროველები“ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შედიან და ის უნდა განვიხილოთ, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი.

– რუსეთი 9 მაისისთვის აპირებდა ბახმუტის აღებას, მაგრამ ვერ მოახერხეს. თუმცა, 9 მაისის საზეიმო აღლუმი მოკრძალებულად, მაგრამ მაინც ჩაატარეს. ამ აღლუმზე რას იტყვით?

–კი, ბახმუტის აღება 9 მაისისთვის სურდათ რუსებს. რამდენიმე წარუმატებელი შეტევაც განახორციელეს აპრილის მიწურულს და მაისის დასაწისში, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ უკრაინელებმა წარმატებული შეტევა განხორციელეს და 3 კილომეტრით წაიწიეს წინ და რუსეთის 72–ე მოტომსროლელი ბრიგადა განდევნა ქალაქიდან. რაც შეეხება 9 მაისს. კი, ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავი უნდა ეზეიმა რუსეთს, მთელი ევროპა ზეიმობს და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, ეს სამხედრო აღლუმები რუსეთის გარდა არსად ტარდება 9 მაისს. ვლადიმერ პუტინის სტუმრებიც ძალიან მოკრძალებულად იყვნენ წარმოდგენილნი, მოსკოვში ძირითადად კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის – „ოდკბ“–წევრი სახელმწიფოს ლიდერები იყვნენ ჩასულები. შეიძლება იქვას, რომ პუტინს სერთაშორისო პოლიტიკაში ანგარიშგასაწევი, სოლიდური მეგობრები და პატრნიორები აღარ დარჩა. 9 მაისი ამის ნათელი დადასტური იყო. რუსული პროპაგანდა ხალხს ატყუებს, რომ ჩინეთი და ინდოეთი მათი მეგობარი ქვეყნები და მოკავშირეები არიან უკრაინასთან ომში. ამ ქვეყნის პირველი პირები მოსკოვში რომ არ ჩავიდოდნენ, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ თითო კაციც არ გაგზავნეს 9 მაისს რუსეთში, დავუშვათ, საგარეო საქმეთაა მინისტრის მოადგილეები.  ესეც არ გააკეთეს და ამ ქვეყნებს უწოდებენ მოკავშირებსა და მეგობრებს.

– კიევის თავზე, ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ, „პეტრიოტმა“ რუსული ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდო. რუსები ამყობდნენ თავიანთი ზებგერითი რაკეტებით და რელურად, ეს იყო ერთადერთი, რითაც რუსეთს ამერიკასთან შედარებით სამხედრო თვალსაზრისით უპირატესობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკულმა „პეტრიოტმა“ რუსეთის ეს უპირატესობა გაანეიტრალა?

– „პეტრიოტმა“ აჩვენა თავისი ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი, ჩამოაგდო რუსული ზებგერით რაკეტა „კინჟალი“ და ეს მართლა მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ერთი ზებგერითი რაკეტის ჩამოგდებით იმის თქმა ძნელია, რუსეთის ეს უპირატესობა საბოლოოდ  განეიტრალდა თუ არა, მაგრამ ბევრი სამხედრო ექსპერტი ამტკიცებდა, რომ რუსული ზებგერითი რაკეტების „გადაჭერა, მათი სიჩქარიდან გამომდინარე, არსებული რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით შეუძლებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, ამერიკელებს შეუძლიათ რუსული ზებგერითი რაკეტების „გადაჭერა“ და პრინციპში, მართალი ხართ–მარტივად  თუ ვიტყვით, ამ ფაქტით  გათანაბრდა ამ ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობები.

–კრემლის დრონით დაბომბვის შემდეგ, რუსეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დაბომბავს კიევის სამთავრობო რეზიდენციებს და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოკლავს. „კინჟალი“ ზუსტად კიევის თავზე ჩამოგდო „პეტრიოტმა“. შეიძლება ითქვას, რომ ეს რაკეტა რომელიმე სამთავრობო რეზიდენციაზე იყო დამიზნებული.

–ამის დაბეჯითებით თქმა არ შეიძლება, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ უკრაინაში ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა რუსეთმა. შარშან, მარტში,  „კინჟალით“ დაბომბა ივანო–ფრანკოვსკში, რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლომასალა სოფელ დელიატინში. თავად რუსეთთის თვდაცვის მინისტრმა, შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთმა  „კინჟალი“ სამჯერ გამოიყენეს უკრაინის წინააღდეგ და სამჯერვე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები გაანადგურეს. თუ ასეა, მეოთხედ „კინჟალით“ კიევის დაბომბვა არ გამოუვიდათ, ამერიკულმა „პეტრიოტმა“ ჩამოაგდო, რამაც საკმაოდ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია კრემლში.

– უკრაინა რატომ აგვიანებს კონტრშეტევას, რომლის დაწყებასაც უკვე თვეებია ელოდება ხალხი, პირველ რიგში, უკრაინელები? რა არის ამის მიზეზი?

–აქ რამდენიმე მიზეზია. პირველი კლიმატური პირობებია. ასევე, უკრაინა დასვლეთიდან ეტაპობრივად იღებს შეიარაღებას და ცდილობს, რაც შეიძლება ეფექტური და მეტი შეიარაღება მიიღოს და მერე დაიწყოს კონტრშტევა. მესამე მიზეზი ის არის, რომ რუსებს ე.წ. უკრაინულ მარენჰეიმის ხაზზე გააჩნიათ ტაქტიკური უპირატესობა.  როგორც ჩანს, უკრაინალები კონტრშეტევის დაწყებამდე ანხორციელებენ სწორ ტაქტიკას, უკვე განახორციელეს ეფექტური შეტევა ბახმუტში და კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე შეტევა, რაც უკრაინულ საბრძოლო შენაერთებს გაიყვანს ოპერატიული განვითარების სივრცეზე. ეს არის ძირითადი მიზეზები, რომ აქამდე გადაიდო უკრაინის დიდი ხნის წინ დაგეგმილი კონტრშეტევა.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“
ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

23:18 05-29-2023
„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“
ახალი ამბები

„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“

21:49 05-29-2023
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,შესაძლოა, საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან“ – სოსო ცინცაძე

17:17 05-28-2023
,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები
ახალი ამბები

,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები

12:29 05-28-2023

ბიზნესი

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

13:01 05-31-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს

12:54 05-30-2023
თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!
ახალი ამბები

თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!

15:10 05-29-2023
აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია
ახალი ამბები

აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია

13:14 05-29-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved