ბახმაროში თოვლის საფარი 20-30 სანტიმეტრს აღწევს. გზა მოყინულია, რის გამოც ამ დროისთვის ბახმაროში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბახმაროში, რომან კალანდაძემ განუცხადა.
„ამ მდგომარეობით, ბახმაროში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით. გზა მოყინულია, ამიტომ დაბალი გამავლობის მანქანებით გადაადგილება მიზანშეწონილი არ არის. მაღალი გამავლობის ავტომობილები ჩვეულებრივად მოძრაობენ. ხვალიდან ამინდის გაუარესებას ველოდებით”,_ ამბობს კალანდაძე.
კომენტარები