• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:28 07-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,956

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი თანაგუნდელებისგან ფულის ამოღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს. მისი ინფორმაციით, აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, ყოფილი ძალოვანი, დავით რიჟვაძე დაპატიმრებული იყო, თავად თორნიკე რიჟვაძე კი სცემეს და ასეთი ხერხით აიძულებდნენ, ფულის დაბრუნებას.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ახლა “ქართულ ოცნებაში” ყველა “თავზარდაცემულია”.

ივანიშვილი უყვარდათ მანამდე, სანამ ფულს აპარინებდათ და უკან თუ დააბრუნებინებს, დახვრეტს და დახოცავს იმ ხალხს, ეგეთი ბიძინა ნამდვილად აღარ სჭირდებათ – ამბობს ელისაშვილი:

მე არ მჯერა თვითმკვლელობის. ჯერ ერთი, კაცი რომ თავს იკლავ, ბათუმინდა საგარეჯოში რატომ უნდა წახვიდე და მერე მეორე, თავს რომ იკლავ, ფილტვში არ დაიმიზნებ, აჭარას ხელმძღვანელობდა კაცი და მაგდენი ანატომია უნდა იცოდეს. ბიძინა “აკაჩავებს” თავისიანებს. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას, ეს ვიცი ნამდვილად და ეს აღარ უმალება. ბიძინამ უკვე “რაზბორკები” დაიწყო პარტიაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ დილიდან “ქართული ოცნება” არის თავზარდაცემული ამ ფაქტით. ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილი უყვარდათ მანამდე, სანამ ფულს აპარინებდათ და უკან თუ დააბრუნებინებს, დახვრეტს და დახოცავს იმ ხალხს, ეგეთი ბიძინა ნამდვილად აღარ სჭირდებათ”, – განაცხადა ალეკოს ელისაშვილმა. 

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. 36 წლის რიჟვაძე  “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაშიც ვეღარ მოხვდა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – გადადგომიდან მელევე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved