• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა

ალია ავტორი - ალია
14:14 08-24-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის ავტონომიური უმაღლესის საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, დღეს მსურს, წარმოგიდგინოთ დელეგატები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან, როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ასევე ისინი გაუძღვებიან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დელეგატების წარდგენის საფუძველი არის მათი პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული.

„ბათუმიდან ჩვენი დელეგატი იქნება რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება უკავშირდება, როგორც ბათუმში ისე აჭარაში;

ქობულეთიდან ჩვენი დელეგატი იქნება ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ხელვაჩაურში დელეგატი იქნება მინდია დიასამიძე, საკრებულოს პირველი მოადგილე, რომელმაც კარგად იცის ხელვაჩაურის საჭიროებები და არსებული გამოწვევები;

ქედაში ჩვენი დელეგატი იქნება მამუკა თურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე ის გახლდათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

შუახევში დელეგატი იქნება ფრიდონ ფუტკარაძე, მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში;

ხულოში დელეგატი იქნება ვახტანგ ბერიძე, მოქმედი მერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხულოს წინაშე არსებული გამოწვევები და ის ნამდვილად გახლავთ ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი საყრდენი;

ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც შეირჩა ეს ხალხი და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. დარწმუნებული ვარ მათ წარმატებაში. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებული საარჩევნო კამპანია ვუსურვო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved