• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თორნიკე რიჟვაძე – გვაქვს უზარმაზარი ძალა, ხედვა, რომ მხარდაჭერა გარდავქმნათ თითოეული ქედელის კეთილდღეობად და კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ხალხს

ალია ავტორი - ალია
12:41 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ქედა ყოველთვის იყო ჩემპიონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდაჭერაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ძალა, ხედვა, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ თითოეული ქედელის კეთილდღეობად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ აქაურობა და კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ხალხს – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენაზე.

მისი თქმით, ადგილობრივი თვიმმართველობის, მერების, საკრებულოს წევრების ეფექტურობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გადაიჭრება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული პროექტები.

„ქედა მართლაც გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სადაც ძალიან გამრჯე, შრომისმოყვარე ჩვენი ქედელები ცხოვრობენ და აძლიერებენ როგორც მაღალმთიან აჭარას, ასევე ჩვენს ქვეყანას.  მიუხედავად პანდემიისა, რომელიც არის ბოლო დროის ყველაზე დიდი გამოწვევა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, არც ერთი პროექტი და ინიციატივა, რომელიც გვქონდა, იქნება ეს ქედაში, თუ მთლიანად აჭარაში, არ გაჩერებულა, პირიქითი, ახალი სისწრაფეებით, როგორც ეკონომიკა იზრდება, ისე იზრდება ამ პროექტების განხორციელების ტემპი და მასშტაბი, რაც მისასალმებელია. გვესმის, რომ ადგილზე, მოქალაქეებს აწუხებთ კონკრეტული პრობლემები და ამ კონკრეტულ პრობლემებს სჭირდება გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. სწორედ ადგილობრივი თვიმმართველობის, მერების, საკრებულოს წევრების ეფექტურობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გადაიჭრება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული პროექტები. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ყველგან კანდიდატები. ქედის მომავალი მერი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება მუნიციპალიტეტში მუშაობის და ასევე, საკრებულოს „ქართული ოცნების“ მომავალი უმრავლესობა ღირსეული ადამიანების ნაკრებია, რომელიც შეძლებს ქედის განვითარება აიყვანოს ახალ ეტაპზე, გადაუჭრას ქედელებს პრობლემები და განახორციელოს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება როგორც მუნიციპალიტეტის მხრიდან, ასევე აჭარის მთავრობის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ბატონმა პრემიერმა ახსენა მუნიციპალიტეტების ურბანული განახლების პროგრამა, რომლის თვალსაჩინო მაგალითს და შედეგებს ქედელები წლის ბოლოსთვის ნახავთ. სულ ახლოს მდებარეობს ქედის ცენტრი, რომელიც სულ მალე კეთილმოეწყობა და ყველა სტუმარი, ყველა ქედელი იამაყებს ამ ახალი, თანამედროვე, ევროპული ქედის ცენტრით, რაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს გაუჩენს აქაურობას. ჩვენი პროექტების მიმდინარეობისას განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომლის უზარმაზარი პოტენციალია ამ მუნიციპალიტეტში. წელს წლის ბოლომდე მოეწყობა ღვინის ლაბორატორია, ასევე, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ მეწარმეებს და 40-ზე მეტი პროექტია შერჩეული ამ მიმართულებით.

მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ბოლო წლებში ყველაზე ძლიერად ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ქედა ყოველთვის იყო ჩემპიონი „ქართული ოცნების“, ხელისუფლების მხარდაჭერაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ძალა, ხედვა, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ თითოეული ქედელის კეთილდღეობად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ აქაურობა და კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ხალხს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved