• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თორნიკე რიჟვაძე – ბოლომდე ვარ დარწმუნებული პირველივე ტურში ჩვენს გამარჯვებაში

ალია ავტორი - ალია
16:40 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ხულოში ყოველთვის იციან  ღირსეულის და უღირსის გარჩევა და საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ამაყი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მიწევს თქვენთან შეხვედრა, ორმაგად ამაყი ვარ, რომ ვახტანგ ბერიძე, ჩვენი დასაყრდენი აქ, ხულოს მუნიციპალიტეტის ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, მეორე ვადით იქნება როგორც მოქმედი, ისე მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად“ – განაცხადაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, „ქართული ოცნების“ გუნდმა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით შეძლო, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილიყო სახელმწიფო ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების გარეშე, ყველას ჰქონოდა ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც მნიშვნელოვანია სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი, შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მოგეცით. ჩვენი ოპონენტები ყოველთვის სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს შეკითხვა შეიძლება შეტრიალდეს, თუ რა ვერ გაკეთდა ან არ გაკეთდა. პრემიერ მინისტრთან ერთად მოვინახულეთ ხულო-ზარზმის მიმდინარე პროექტი, რომელიც გრაფიკის მიხედვით სრულდება და 2023 წლისთვის სამცხე-ჯავახეთი, ხულო, მთლიანად აჭარა კიდევ უფრო ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. ასევე, წელს ბიუჯეტის ფარგლებში, ყველა ის პროგრამა, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზრუნავთ ხულოელებზე როგორც აქ ხულოში, ასევე იცით, რომ „ოცნების ქალაქი“ წლის ბოლომდე დასრულდება და ყველას ექნება ღირსეული საცხოვრისი. ხულოში ყოველთვის იციან  ღირსეულის და უღირსის გარჩევა და ყოველთვის საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ბატონი ვახტანგი, მოქმედი და მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად გააგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომელიც აქამდე კეთდებოდა ამ მუნიციპალიტეტში. ჩვენ, აჭარის მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება გვერდში დავუდგებით მას, რომ ყველა პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი და ხდებოდეს თითოეულ ადამიანზე მაქსიმალური ზრუნვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved