• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თმა გასცვივდა, ყბები ჩამოვარდნილი აქვს, კანი აქვს გადაკრული ძვლებზე, საკონცენტრაციო ბანაკებში ჩონჩხადქცეული პატიმრების სურათები ხომ გინახავთ, ზუსტად იმგვარად გამოიყურება!“ – ვალერი გელბახიანი სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
23:23 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,131

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადოკატი, ვალერი გელბახიანი.

–  შეიძლება პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილიც შეიწყალოს?

– ახლა უკვე აღარაფერია გამორიცხული. მიშა უფრო საშიშია ხელისუფლებისთვის, ვიდრე გვარამია, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მიშა ჯანმრთელი იქნება თუ ავადმყოფი,  ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მასში მისი  მონაწილეობისთვის, ეს ფაქტორი  გადამწყვეტი არ არის.  მიშა არ გეგმავს, რომ საქართველოში რაიმე თანამდებოდა დაიკავოს, მისი სამოქმედო არეალია უკრაინა. თუმცა ვიდრე დაიჭერდნენ, უკრაინიდან აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ახლა, როდესაც ჩაკეტეს, აღარ უშვებენ უცხოეთში სამკურნალოდ, ჩონჩხს ჰგავს, 61 კილოა და აქედან გამომდინარე, სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, განაცხადოს, რომ ვიღებ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასო.  ეს არის მისი იძულებითი სვლა. „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი გამოვიდა და განაცხადა, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და აბსურდია მისი პოლიტიკაში დაბრუნებაო. რანაირად არის აბსურდი? პოლიტიკაში ჩართვა მაინც და მაინც პარლამენტის დეპუტატობას, მინისტრობას და პრემიერ–მინისტრობას არ ნიშნავს. სალომე ზურაბიშვილი საგარეო  საქმეთა მინისტრი როცა გახდა, საფრანგეთის მოქალაქე იყო  და ბიძინა ივანიშვილი ისე გახდა პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მოქალაქე არ იყო, ისიც  საფრანგეთის მოქალაქე იყო. თავიანთ თავს ეწინააღმდეგებიან. მერე მეორე – მიშა არანაირი პოსტის დაკავებას არ აპირებს, აქ საუბარია იმაზე, რომ მიშა პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, გააერთიანოს ქართული პოლიტიკური სპექტრი, რათა ამ ერთობით შეიცვალოს ხელისუფლება. თავად მიხეილ სააკაშვილი, ვვარაუდობ, რომ  გააკეთებს ასეთი ტიპის განცხდებას, რომ მას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში არასოდეს არ ექნება რაიმე თანამდებობის დაკავების პრეტენზია.

– შესაძლოა, ისე განვითარდეს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, ამოვარდეს სტანდარტული კალაპოტიდან და  რეცოლუციური პროცესები დაიწყოს…

– ეგ შესაძლებელია მართლა  მოხდეს და  ასეთ დროს, რა მიშას მოქალაქეობაზეა ლაპარაკი? რევოლუციურ პროცესს რომელი ქვეყნის მოქალაქის სტატუსით შეუერთდება თუ ჩაუდგება სათავეში, რა მნიშვნელობ აქვს? მიშა უფრო დიდი საფრთხეა ამ ხელისუფლებისთვის, ვიდრე გვარამია. მიშას ჩატოვება ციხეში ნიშნავს, რომ რევოლუცია სახეზეა. ამიტომ, ერთადერთი ვარიანტი აქვს ხელისუფლებას, რომ მიშა უცხოეთში გაუშვან სამკურნალოდ. ამათ სხვა გზა აღარ დაიტოვეს.

– მე მგონი, ახლა მართლა იძულებულნი გახდნენ, სააკაშვილი უცხოეთში გაუშვან  სამურნალოდ, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს. ნიკა გვარამიას შეწყალებამ ეს ვარიანტი დააჩქარა, ასეა?

– რა თქმა უნდა, სალომეს კიდევ არ დააწერინებენ ქულებს. ახლა ევროპის სამედიცინო კომისია მოდის, ევროსაბჭოს  მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება – ჩამოვლენ და მიშას სამედიცინო დასკვნას დასწერენ ისინი. რად უნდა დასკვნა? რატომ არ მიიყვანეს მიშა მისსავე სასამართლო პროცესზე? იმიტომ, რომ მიშა არ ენახა ხალხს. 61 კილოა, თმა გასცვივდა, ყბები ჩამოვარდნილი აქვს, კანი აქვს გადაკრული ძვლებზე. საკონცენტრაციო ბანაკებში ჩონჩადქეული პატიმრების სურათები და ფილმები  ხომ გინახავთ, არა?! ზუსტად იმგვარად გამოიყურება, ეგღაა დარჩენილი მიშასგან. ამას რომ ადამიანი ნახავს, რაღად უნდა იმას დასკვნა. აქ კიდევ პროპაგანდა მიდის, მიშა იგონებდა, არ სჭირდა ის და იმდენი დაავადებები, რასაც ამბობდნენ მისი ადვოკატები და უცხოელი ექსპერტებიო. გვაჩვენონ მიშა და მერე ვნახოთ, ვინ იტყუება. ჯანმრთელი კაცი როგორ შეიძლება ჩონჩხად იქცეს? ე.ი. ავად არის და თან რამდენმე დაავადება სჭირს, ასეთ დღეში რომ არის.

 

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved