• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში” – ფონდების განცხადება

ალია ავტორი - ალია
13:26 02-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,647

აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და თხოვნით მიმართავენ დაჯარიმებულ პირებს, მათი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში.

მათი თქმით, ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე.

“იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და აძლიერებს ფინანსურ სანქციებს, ზრდის ჯარიმებს, რაც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ფონდები ვაგრძელებთ დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერას.

თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში.

ადვოკატები მზად არიან უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს გასაჩივრების პროცესში.

უფასო იურიდიული დახმარების ცხელი ხაზის ნომრები:

  • +995577070563;
  • 032 2 052644;
  • +995599996953;
  • 032 2 420737.

ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ ვითარებაში ზეწოლა ვრცელდება არა მხოლოდ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესსა და იმ პირებზეც, რომლებიც დაჯარიმებულების ფინანსურ დახმარებას ფონდების საშუალებით ცდილობენ.

გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ, დაზარალებულთა დახმარების ფონდები, თავიანთი გაცხადებული მიზნების ფარგლებში, არსებული რესურსების შესაბამისად უზრუნველყოფენ ჯარიმების ანაზღაურებას.

პირველ რიგში ანაზღაურდება ის ჯარიმები, რომლებიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და უკვე დადგენილია გადახდის საბოლოო ვადა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ფონდები: “ფროსფერითი ჯორჯია”; “ნანუკას ფონდი”; “ერთმანეთისთვის”; “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”; “საქართველოს უნივერსიტეტი”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved