პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლინკს და წერს:
“ლეიბორისტი ბუჟი ჰერცოგი ხომ გახდა ისრაელის პრეზიდენტი…
გუშინ ღამით კი ნეთანიაჰუ დაუმხიათ, ის აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი.
პირველად ქვეყნის ისტორიაში სამთავრობო კოალიციის ნაწილი გახდა არაბული პარტია “რაამი”, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შევიდა ორ სახელმწიფოდ დაყოფის მომხრე, სოციალისტური “მერეცი” და მემარცხენე “ავოდაც”.
პრემიერ-მინისტრი ორი წლით იქნება ულტრამემარჯვენე ნაფტალი ბენეტი, ორ წელიწადში კი მას ჩაანაცვლებს ცენტრისტი ლიბერალი იარ ლაპიდი. (როტაციის წესი)
თხა და მგელი გაერთიანდნენ, რათა ნეთანიაჰუ გაეშვათ ხელისუფლებიდან. გადაწყვეტილება ხელმოწერილია, მაგრამ კოალიციის წევრ რელიგიურ პარტიებში შიდააჯანყებებია დაგეგმილი და შეიძლება შეთანხმება მაინც ჩავარდეს კენჭისყრისას.”
კომენტარები