• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თითოეულ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული, ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები… იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
18:57 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

“იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მთელი თვე”, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას. მისი მორიგი განცხადება რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.

რატომ ვშიმშილობ? იმიტომ რომ ჩემი ხმა ჩაახშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით, ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ სასამართლოში არ მივყავარ უკვე ერთი თვეა. ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს და შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება. იმიტომ რომ არ არის დაცული არცერთი სამართლებრივი ნორმა, თქვენ გაშინებდნენ სააკაშვილით, აი, ჩამოვა და დაერევაო, სინამდვილეში, ჩამოვედი უხმაუროდ, თავი ავარიდე პროვოკაციას, უხმაუროდ ჩავბარდი და ვშიმშილობ სამარტოო საკანში. ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ხალხი მიყვარს და არ მინდა, ვინმეს რამე დაუშავდეს.

ბოლო ორი დღე ორი ადამიანი საუბრობდა ჩემზე, ღარიბაშვილმა თქვა, უნდა მოკვდეს თვითმკვლელობის გზით ან კრიმინალებთან გადაყვანითო და მეორე, ჩემთან იყო მეუფე გრიგოლი, რომელთანაც საოცარი საუბარი მქონდა და მან ჟურნალისტებს უთხრა – სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი პირადი ბოღმა და ამიტომ, პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადარჩეს და თავისუფალი იყოს, რათა თავის სამშობლოს გამოადგესო. მეუფე გრიგოლთან ერთად, ჩვენ ერთხელ უკვე გამოვადექით სამშობლოს, როდესაც ფოთის ტაძარი მორწმუნეთათვის ძველი ბრწყინვალებით აღვადგინეთ და ცალკე თეატრი ავაშენეთ. 

რა თქმა უნდა, ამჯერად არ მსურს არცერთი თანამდებობა ან პოსტი, ხვალ თქვენ გადაწყვეტთ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩვენს სამშობლოს. 

თითოეულ თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული, ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები. იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მთელი თვე, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved