• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისისთან პარტნიორობით „ვოკ’ენ’როლი“ ბათუმში მეორე ფილიალს ხსნის

ალია ავტორი - ალია
12:34 04-07-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

ახლა უკვე ყველა ბათუმელისთვის საყვარელი „ვოკ’ენ’როლის“ აზიური სამზარეულო ქალაქში პირველად 2020 წელს გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზურა ქამაშიძე გვიყვება, დამწყები ბიზნესისთვის პანდემია ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა ყველაფერი გააკეთე ბიზნესის გადასარჩენად, ბათუმის „ვოკ’ენ’როლი“ აამუშავა და თიბისის მხარდაჭერით ფილიალი თბილისშიც გახსნა.

„ბათუმში „ვოკ’ენ’როლამდე“ მსგავსი კვების ობიექტი არ არსებობდა. არადა, აზიური სამზარეულო ყველგან ძალიან მოთხოვნადია. პანდემიის სირთულეების დაძლევის შემდეგ ჩვენი კერძები ძალიან მალე გახდა პოპულარული. მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი მატების შემდეგ, გადავწყვიტეთ თბილისშიც გავხსნილიყავით.

თბილისის ფილიალის გახსნისთვის და საჭირო ინვენტარის შესაძენად თიბისის მივმართეთ. თიბისი გვენდო და ვფიქრობ, ჩვენ მისი ნდობა მალევე გავამართლეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოკ’ენ’როლის“ კერძებმა დედაქალაქშიც სწრაფად გაითქვეს სახელი და დღეს უკვე სერიოზულად ვფიქრობთ გაფართოებაზე.

რაც სხვა აზიური საკვები ობიექტებისგან განგვასხვავებს, ვფიქრობ, ჩვენი კერძების ხარისხია. მაგალითად, ატრიას ჩვენი შეფ-მზარეულები თავად ამზადებენ. ადგილზე მზადდება ჩვენი ტკბილ-ცხარე, ცხარე თუ ტკბილ-მჟავე სოუსებიც. რეცეპტები, რომლის ბაზაზეც ვმუშაობთ, ცნობილი მზარეულებისგან ვიყიდეთ. მას შემდეგ ვციდლობთ, გემოების თამაშითა და სიახლეების ძიებით ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავამრავალფეროვნოთ.

განსაკუთრებით მოთხოვნადია „ვოკ’ენ’როლის“ საფირმო ნუდლსი, იგივე ატრია. ატრია ბოსტნეულით, ხორცით, კრევეტებით, ზღვის კოქტეილით. მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, ასევე, ჩვენს სუშის, როლებსა და ბრინჯიან კერძებსაც.

ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, ახალგაზრდები და დასაქმებული ადამიანები არიან. ლანჩის დროს განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან სამსახურიდან გამოსული ადამიანები საგანგებოდ მოდიან ჩვენი კერძების საჭმელად. ვმუშაობთ შეკვეთებზეც.

ამჟამად ბათუმში 7, თბილისის ფილიალში კი 8 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, თიბისის მხარდაჭერით უკვე ვგეგმავთ ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის დამატებას. ახლო მომავალში კი სწრაფი კვების ობიექტიდან რესტორნად გადაკეთებასაც ვფიქრობთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ვხვდები, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა შეეგუოს სორთულეებს, ბოლომდე იბრძოლოს, ბევრი იშრომოს და აუცილებლად მიაღწევს მიზანს“.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved