• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე 3 მზის ელექტროსადგური გამართა

ალია ავტორი - ალია
15:43 03-24-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300

კომპანია „გროსვატმა“ თიბისის მხარდაჭერით მზის პანელებზე მომუშავე  ელექტროსადგურები გამართა და კომპანიებისთვის და კერძო პირებისთვის სადგურის იჯარით გაცემა დაიწყო. მწვანე ენერგიის მიღებისა და გაცემის ახალ მეთოდზე კომპანიის დირექტორი, ირაკლი ნიორაძე გვესაუბრება:

„ვიდრე საკუთარი მზის ელექტროსადგურების აგებას დავიწყებდით, „გროსვატის“ საქმიანობა კომპანიებისთვის მზის პანელების დამონტაჟება იყო. მწვანე ენერგია მთელ მსოფლიოში სულ უფრო ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტია, ამიტომ, ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების პარალელურად, გადავწყვიტეთ, თავად აგვეშენებინა მზის ელექტროსადგური, რომლითაც საკუთარი საწარმოსთვის გამოვიმუშავებდით ენერგიას.

მხარდაჭერისთვის მივმართეთ თიბისის, რომლის დახმარებითაც, 2019 წელს,  საკუთარი საწარმოს სახურავზე პირველი, სატესტო ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. ეს იყო 25 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც ყოველწლიურად 35000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. პროექტმა გაამართლა და გადავწყვიტეთ  აგვეშენებინა სხვა, უფრო მასიური სადგურიც, რომლებსაც იჯარით შევთავაზებდით  დიდ თუ მცირე კომპანიებს და ასევე ფიზიკურ პირებს.

2021 წელს, სოფელ უჯარმაში შევიძინეთ მიწა, რომელზედაც გავმართეთ უკვე 300 კვტ-იანი, ანუ პირველთან შედარებით 12-ჯერ დიდი სადგური, პარალელურად კი მოვიზიდეთ კომპანიები, რომლებიც დაინტერესდნენ ერთი მხრივ, ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათიანი ენერგიით, მეორე მხრივ კი, წარმოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის გამოყენებით.

ეკოლოგიურმა მიმართულებამ და 8%-იანმა დანაზოგმა ჩვენი მოდელი – შეღავათიანი ენერგიის მიწოდება – პოპულარული და მოთხოვნადი გახადა, ამიტომ  2023 წელს უკვე მესამე ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. თიბისის დახმარებით ამ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ.

კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც ჩვენგან მზის ელექტროსადგურს იჯარით იღებენ, 2 მთავარი ბენეფიტი აქვთ:

  • მიიღონ რეალური შეღავათი ელქტროენერგიაზე, 8%-იანი დანაზოგით და
  • აქციონ საკუთარი ბიზნესი ეკობიზნესად, რითაც, ერთი მხრივ, გარემოს დაიცავენ, მეორე მხრივ კი საკუთარ კომპანიას გააპიარებენ“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved