• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
13:34 10-24-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 და 21 ოქტომბერს ბათუმსა და ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართა. ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა იყო „როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!“ ასობით სკოლის მოსწავლე, პედაგოგი და მშობელი დაესწრო.

სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა სპიკერებმა –  ანასტასია კვინიკაძემ, სტეფანე გურგენიძემ, ნინი მოდებაძემ, დავით ჩეჩელაშვილმა, სალომე შეყილაძემ, პაკო ტაბატაძემ და მარიკა სიხარულიძემ – აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექ განათლებასა და მისი განვითარების გზებზე.

ღონისძიების დასასრულს, თიბისის ტექნოლოგიური პროგრამების კურსდამთავრებულების მონაწილეობით, პანელური დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა, თანატოლებს, გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ დაეხმარა მათ თიბისის განათლების პროგრამა ტექში პირველი ნაბიჯებისგადადგმაში და როგორ ისწავლეს აპლიკაციების,ჩატბოტების და ვებგვერდების აწყობა.

„გაზაფხულზე გავიარე თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსი, კერძოდ ჩატბოტების შექმნა.  პირველი ჩატბოტი, რომელიც სასწავლო პროცესის დროს ფინალურ ეტაპზე ავაწყვე, არის „ექიმი“. მისი შექმნის პროცესში მრავალი საინტერესო ინფორმაცია მივიღე სამედიცინო სფეროზე და ასე გავიღრმავე ცოდნა. ჩატბოტი „ექიმი“ ფლობდა მრავალ სამედიცინო საკითხს და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. შემდეგ, კურსზე მიღებული ცოდნა პროდუქტიულად გამოვიყენე და სასკოლო პროექტის ფარგლებში, დამოუკიდებლად შევქმენი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩატბოტი, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩატბოტებისშექმნის პროგრამის გავლის შემდეგ დავრეგისტრირდი თიბისის გრაფიკული დიზაინის კურსზე. ეს სფეროც საკმაოდ მაინტერესებს და ახლა სწავლის პროცესში ვარ“ – ქეთი ტარიელაძე, ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლე.

„თიბისის ტექ განათლების კურსის გავლის შემდეგ, შევქმენი ჩატბოტი „მათემატიკის გურუ”. ჩატბოტიფლობს ყველა ინფორმაციას, რათა აბიტურიენტებმადა დაინტერესებულმა პირებმა, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, მიიღონ ინფორმაცია როგორც გეომეტრიული, ასევე ალგებრული ამოცანების, ასევე ფუნქციების, დამტკიცებების და თეორიების შესახებ. ამავდროულად, ჩატბოტს შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია წიგნებსა და იმ დამხმარე მასალებზე, მათ შორის ვიდეო გაკვეთილებზეც, რაც მათთვის საჭირო და სასარგებლო იქნება. „მათემატიკური გურუ“ აერთიანებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ მასალებს და დაინტერესების შემთხვევაში შესაფერისი ამოხსნის ტიპებზეც გვაწვდის ინფორმაციას“ – თეკლა მამაგეიშვილი, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე.

თიბისიმ ტექნოლოგიური განათლების ონლაინ კურსები გაზაფხულზე დაიწყო და სწავლების პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 600 უფროსკლასელი გადაამზადა. ამჯერად, ტექნოლოგიური განათლების კურსებზე, 650 უფროსკლასელი სწავლობს ვებგვერდების აწყობას და პროგრამირებას, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას, ციფრულ კომუნიკაციას, გრაფიკულ დიზაინს, ვიზუალურ კომუნიკაციას და UI/UX დიზაინს.

თიბისი აგრძელებს ახლი თაობის მხარდაჭერას დამრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, უახლოეს მომავალში ტექ-დღეების ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved