• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის TechXplore ღონისძიება

ალია ავტორი - ალია
12:35 07-16-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
379

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა.

TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურგუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

ოთხი დღის განმავლობაში გუნდებმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეებით, მენტორებისა და ეჯაილ ქოუჩების ჩართულობით, იმუშავეს იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტის შექმნა იყო.  

TechXplore-ის მეოთხე დღეს გუნდებმა ინოვაციური ტექიდეები და პროექტები წარადგინეს. გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft, Nvidia) 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.

I ადგილი – გუნდი Firewall პროექტით „Claimsmart“. Claimsmart სადაზღვეო ურთიერთობის ხელშეკრულების გაფორმებისას სმარტ კონტრაქტის გენერაციას ახდენს, ხოლო სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას სმარტ კონტრაქტით დაზღვეულს ავტომატურად ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

II ადგილი – გუნდი CTRL C. წევრებმა წარადგინესპლატფორმა და აპლიკაცია „E-სწავლე“. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მორგებულია, როგორც კომპანიების, ისე დამოუკიდებელი ლექტორებისა და ტექნიკური განათლების მსურველთა ინტერესებზე.

თიბისი ინვესტიციების რჩეული კი გახდა გუნდი FUTURISIERS. გუნდის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი„Investify Kids“, საინვესტიციო–სასწავლო პლატფორმა/აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის. პლატფორმა იყენებს სიმულაციურ საინვესტიციო თამაშებს, რათა სახალისო და ინტერაქტიული გზით, მოზარდებში გაზარდოს ფინანსური ცოდნის დონე და საინვესტიციო უნარები.

დაჯილდოების ფარგლებში თიბისი ტექმა თავისი რჩეული გუნდიც გამოავლინა და ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული პროდუქტის შექმნისთვის გუნდი „მე-6 ელემენტი“ დაასაჩუქრა. ასევე, ერთ-ერთმა ტექლიდმათავისი რჩეული გუნდიც დაასახელა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არსებული იდეისა და MVP-ს საბოლოო პროდუქტად ქცევასა და ბაზარზე გაშვებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ,,TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის” 150-მდე მონაწილემ. ასევე, სფეროს ტექლიდებმა, მენტორებმა დაAgile ქოუჩებმა.

TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობდნენტექლიდები, როგორც თიბისიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან – Space International, Spectre და TEGETA Holding, რომლებმაც ასევე საჩუქრები გადასცეს გამარჯვებულებს.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved