• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა

ალია ავტორი - ალია
12:01 09-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

კომპანია „ფაზი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერითმესამე წელია მომხმარებელს ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო/კონსტრუქტორების დიდ არჩევანს სთავაზობს, უკვე ბათუმი მოლში, სტენდის სახითაა წარმოდგენილი.

ნულიდან დაწყებული პროექტისა და მისი წარმატების შესახებ, „ფაზის“ დამფუძნებელი,გიორგი ბახუტაშვილი გვიყვება:

“ჩვენი თავდაპირველი იდეა ფაზლებს უკავშირდებოდა, რაც გულისხმობდა სურათების დაფაზვლის მომსახურებას – მომხმარებელი გამოგვიგზავნიდა მისთვის სასურველ ფოტოს და ჩვენ უნდა დაგვეფაზლა, თუმცა ამ მიმართულებით ბრენდის განვითარება დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დიდ ფინანსებთან იყო კავშირში. ცოტა ხნით გადავდეთ და ფაზლებისა და სამაგიდო თამაშების ონლაინ მაღაზია შევქმენით, რომელიც 500-მდე დასახელების ფაზლსა თუ სამაგიდო თამაშს აერთიანებს. ჩვენი ყოველდღიურობა სოციალური ქსელებითაა მოცული, სამაგიდო თამაშები კი იდეალური გზაა მეგობრებთან ერთად გართობის, ახალი სამყაროს შეცნობისა და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის. ჩვენი კონცეფციაც სწორედ გონების ვარჯიში და სტრესის მოხსნის თამაშით გადაწყვეტაა.

იქიდან გამომდინარე რომ ბიზნესი ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ, მის განსავითარებლად დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა იყო საჭირო. 2021წელს თიბისი სტარტაპერს მივმართეთ. სტარტაპერის მხარდაჭერით გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და შევქმენით კომპანიის ვებგვერდი https://puzz.ge/,რომელზეც მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს, აირჩიოს და გამოიწეროს მისთვის სასურველი პროდუქტი, სწრაფი მიტანის სერვისის მეშვეობით კიმომხმარებელი გამოწერილ პროდუქტს თბილისში იმავე ან მომდევნო დღეს იღებს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში.

ოთხი თვეა, რაც თიბისის მხარდაჭერით ბათუმიმოლში სტენდ-მაღაზია გავხსენით. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ბათუმშიც გავუწევთ პოპულარიზაციას ჩვენს მიმართულებას. წლის ბოლომდე კი უკვე თბილისში ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ვგეგმავთ ასევე სტენდ–მაღაზიის გახსნას, რაც ჩვენს მომხმარებელს მეტ კომფორტსა და ადგილზე პროდუქციის დათვალიერების საშუალებას მისცემს.

„ფაზისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონების გასავარჯიშებელი თამაშების რეალიზაცია, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლებთან და სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ვთავაზობთ ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშებს. ასეთი თანამშრობლობა მოტივაციას  გვაძლევს, ეს მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხსა და მომხმარებლის მოთხოვნაზე, ამიტომ ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ მსოფლიოში ცნობილი ისეთი სამაგიდო თამაშები, როგორიცაა „კატანი“, „დიქსითი“, “ავალონი“, ცნობილი მხატვრების ვან გოგისა, და ფრიდა კალოს ნახატების ფაზლები, სტადიონებისა 3D მაკეტები და ლეგოს ბრენდის კონსტრუქტორები.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ: – დაწყებული ორდეტალიანი ფაზლით, რომელსაც ორი წლის ბავშვიც გაუმკლავდება, დამთავრებული კომპლექსური სამაგიდო თამაშებით, რომლებიც ხშირად იზიდავენ ზრდასრულებს.

ოქტომბრიდან უკვე შევძლებთ მომხმარებლის გამოგზავნილი ფოტოების ფაზლად ქცევას, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სწორედ ამ იდეითშევქმენით ბრენდი და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ 3 წლის შემდეგ მაინც შევძელით მისი განხორციელება.

ნოემბერში ფაზი 3 წლის ხდება და წინ დიდი გეგმები და განვითარების გზები გვაქვს. თიბისისთან ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან სტარტაპი მათთან ერთადდავიწყეთ და ჩვენი ყველა სიახლეც თიბისის უკავშირდება.

ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეების განხორციელებას, ვურჩევდი, იდეის დაბადების შემდეგ მალევე იმოქმედონ მათი სისრულეში მოყვანისთვის. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ თანმიმდევრული, შრომითა და განვითარების უწყვეტი სურვილით ყველაზე რთული იდეების ხორცშესხმაც შესაძლებელია.“

 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved