• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის პარტნიორი კომპანიის „ყვარლის ღვინის მარნის “ ახალი სიცოცხლე პანდემიის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
12:01 04-24-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

თიბისის მხარდაჭერით კომპანიამ „ყვარლის ღვინის მარანი“ პანდემიისგან შექმნილი პრობლემები გადალახა, წარმოება გააფართოვა და ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი სეხნიაშვილი „ყვარლის ღვინის მარანზე“ გვიყვება.

ვიდრე საკუთარ კომპანიას დავაფუძნებდი, ამ სფეროში მუშაობის დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება მქონდა დაგროვილი და ზუსტად ვიცოდი იმ გამოწვევების შესახებ, რაც ღვინის ბაზარზე და ღვინის ტურიზმში არსებობდა. ეს გამოცდილება დამეხმარა, მოგვენიშნა კომპანიის ნიშა და სეგმენტი.

კომპანია „ყვარლის ღვინის მარანი“ 2017 წელს დავაფუძნეთ. ძველი მარანი გავაახლეთ, ახალი ქვევრები ჩავყარეთ და 2018 წლის სეზონისთვის მომხმარებელს საფერავის, რქა წითლის და მწვანეს ჯიშებისგან, ტრადიციული კახური მეთოდით დამზადებული, მცირე რაოდენობის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები შევთავაზეთ. ამ წელს დაახლოებით 8000 ბოთლი ღვინო გამოვუშვით და ძირითადი გათვლა ქართულ ბაზარზე არსებულ უცხოელ მომხმარებელზე გვქონდა.

მომდევნო, 2019 წელს, უკვე 11 სახეობის 30 000 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, მცირე რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე, 30-იოდე მაღალი ხარისხის ღვინის მაღაზიაში ჩავაბარეთ, დიდი ნაწილი კი ექსპორტზე – ავსტრიასა და ჩინეთში გავუშვით.

პირველი ორი წელი ბიზნესი საკმაოდ კარგად აეწყო, თუმცა პანდემია ჩვენნაირი სტარტაპერებისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა და ბიზნესის ფუნქციონირება 2 წლით შეაფერხა.

პანდემიის შემდეგ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. დასახმარებლად თიბისის მივმართეთ და მისი მხარდაჭერა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა სხვა ბანკს ჩავეხსენით და ყველა სამომავლო გეგმაც თიბისის დავუკავშირეთ.

დაწყებული გვაქვს მუშაობა და იგეგმება „მწვანეს“, „წინანდლის“, „ქისის“, „საფერავის“, „რქაწითლის“,“ ალაზნის ველის“, „ქინძმარაულის“, „მუკუზნის“, „მცვივანის“, ასევე ქვევრის ღვინოების – „რქაწითლის“, „ქისის“, „საფერავის“ ჩამოსხმა.

ამ ეტაპზე ევროპული ღვინისთვის საწარმო იჯარით გვაქვს აღებული. სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ვფიქრობთ, შევისყიდოთ ევროპული ღვინის დასამზადებელი ტექნოლოგია და დანადგარები და უკვე საკუთარ საწარმოში ჩამოვასხათ ევროპული ღვინო.

ამჟამად მხოლოდ საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე ვმუშაობთ. საკუთარი საწარმოს გახსნისა და ევროპული ღვინის რაოდენობის გაზრდის შემდეგ კი ვფიქრობთ დაბალფასიანი სეგმენტის ათვისებასაც.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved