• რეკლამა
  • კონტაქტი
13:37, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის პარტნიორი კომპანია „ბატონები“ ახალ ფილიალს ხსნის

ალია ავტორი - ალია
12:02 07-18-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

2022 წელს დაარსებული, დღეისათვის უკვე ცნობილი არტიზანული საცხობი „ბატონები“თიბისის მხარდაჭერით ერთი წლის თავზე ახალ ექსპრეს ფილიალებს ხსნის, რომელშიც არსებულისაწარმოც იქნება ინტეგრირებული.

„ბატონების“ დამფუძნებელი, დავით თედიაშვილიკომპანიის წარმატების ისტორიას გვიყვება:

„პურის წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გაჩნდა იდეა, გაგვეხსნა არტიზანული საცხობი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში მომხმარებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. კონცეფცია თავიდანვე  ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და დახვეწილი, მყუდრო სივრცის შექმნაიყო ყველა ფენისა თუ ტიპის მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ყველა დეტალზე დიდხანს და ყურადღებით ვიმსჯელეთ, ადგილი „ტრაფიკის“დათვლის შემდეგ საგულდაგულოდ შევარჩიეთ და შიდა და გარე სივრცეებიც პროფესიონალების დახმარებით მოვაწყეთ.

რადგან მიზანი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შექმნა იყო, პირველი ობიექტი ერთი წლის განმავლობაში დონაციაზე გვყავდა. ერი წლის შემდეგ კი გაფართოება გადავწყვიტეთ.

მივმართეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ნომერ პირველ ბანკს – თიბისის. თიბისის და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ -სდახმარებითა და მხარდაჭერით დავიწყეთ გაფართოებაზე ზრუნვა. დღეისათვის 2 ახალი  ფილიალი მზადაა გასახსნელად, მესამისთვის კი ლოკაციას ვეძებთ. აქედან 3 ექსპრეს-ფილიალია, მეოთხე კი, რომელიც მალე სოლოლაკში, ლეონიძეზე გაიხსნება, საწარმოსაც მოიაზრებს.

დასაწყისში აქცენტი იყო მხოლოდ პურზე, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ქართული ფქვილითა და ორგანული საფუარით ვაცხობთ. მალევე დავამატეთ ფუნთუშეულის ფრანგული და საკონდიტრო ნაწარმის ფრანგულ-ქართული ხაზი, შემდეგ კი სამზარეულო კიდევ უფრო გავაფართოვეთ.

დღეისათვის მომხმარებელს რამდენიმე სახეობის თეთრ და შავ პურთან ერთად, ვთავაზობთ საკუთარი წარმოების სენდვიჩებს, სალათების ნაირსახეობებს, ხემსის, ყველის, ხორცის დაფებს, წვნიან კერძებს და დესერტების მრავალფეროვან არჩევანს.

ჩვენი ყველა პროდუქტი ორგანული, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნედლეულით მზადდება. რადგან ხარისხი ჩვენი ორიენტირია, გვაქვს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, იტალიური,Lucaffe-ს ბრენდის  ყავა და საკუთარი წარმოების, ორგანული ჩაი „მასკოტი“. ასევე საკუთარი წარმოების ღვინო „ვაზის კალამი“, ფრეშები, კომპოტები და ლიმონათები.

სიჯანსაღის გარდა, ჩვენ მიერ წარმოებულ პურ-ფუნთუშეულსა თუ ნამცხვრებს დახვეწილი, ორიგინალური დიზაინიც გამოარჩევს. ყველაფერიერთად კი იმის საფუძველია, რომ ერთ წელიწადში უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი გვყავს და გვაქვს რამდენიმე ფილიალი, რომელშიც 43 ადამიანია დასაქმებული.

მომავალი წლისთვის ვგეგმავთ „ბატონების“ კიდევ 10 ექსპრეს-ფილიალის დამატებას, რომლებსაც მთლიანად საკუთარი წარმოების პროდუქციით მოვამარაგებთ.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved