• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Swissôtel Tbilisi გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
11:36 03-20-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

თიბისის მხარდაჭერით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, Swissôtel Tbilisi გაიხსნა და მზადაა სტუმრების შვეიცარიული სტანდარტით მასპინძლობისთვის.

Swissôtel Tbilisi თიბისისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორ კომპანიის – „მაქრო ჯგუფის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

სასტუმრო 130 ოთახს აერთიანებს, მათ შორის Swiss Business Advantage, Deluxe King, Swissôtel Vitality ტიპის ნომრებსა და საპრეზიდენტო ლუქსს.

Swissôtel Tbilisi სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ჯგუფში – Accor-ში შემავალი მე-8 სასტუმროა საქართველოდან.

სასტუმროს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია Pürovel Spa & Sport. სასტუმროში საქმიანი ღონისძიებებისთვის 4 საკონფერენციო სივრცეა მოწყობილი.

Swissôtel Tbilisi-ის ინტერიერის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი დიზაინისა და არქიტექტურის სტუდია Sundukovy Sisters-ია.

სასტუმრო ვიზიტორებს მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს: ბარ-რესტორანში Atmosphere აზიური სამზარეულო და საფირმო კოქტეილებია წარმოდგენილი, Cafe Swiss-ში – შვეიცარული დესერტები, Olives სივრცეში კი – ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და საუზმე.

Swissôtel Tbilisi-ის ხშირ სტუმრებს, ALL – Accor Live Limitless ლოიალობის პროგრამის დახმარებით, შეუძლიათ მრავალფეროვანი უპირატესობებით ისარგებლონ.

„განვითარებული ინფრასტრუქტურით, მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი გასტრონომიული გამოცდილებით, საქართველო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის პოტენციურად წარმატებული მიმართულებაა. Swissôtel Tbilisi-ის გახსნა ამ დინამიურ ბაზარზე ჩვენი შემდგომი გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი გამორჩეული სასტუმრო აერთიანებს თანამედროვე დიზაინს შვეიცარიული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებთან, და აქცევს მას იდეალურ ადგილად იმ მოგზაურთათვის, ვისაც სურს გაიცნოს თბილისი ქალაქის შუაგულიდან”, – ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი.

„Swissôtel Tbilisi განსაკუთრებული პროექტია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის უნიკალურ სასტუმრო გამოცდილებას მოუტანს ქალაქს და მის საზოგადოებას. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს სტუმრებს თბილი და დასამახსოვრებელი მასპინძლობით, დაუვიწყარი დასვენებისა და უნიკალური კულინარიული გამოცდილების გასაზიარებლად”, – ერდოღან შაჰინი, Mercure Tbilisi Old Town-ის და Swissôtel Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი.

“მოხარული ვარ, რომ Swissôtel-ის ქსელს, რომელიც 5 კონტინენტზე, 17 ქვეყანაში, 30-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, თიბისის მხარდაჭერით, ახლა უკვე თბილისიც შეუერთდა. სასტუმრო განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს თბილისის ტურისტულ პოტენციალსა და ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სექტორს. Swissotel Tbilisi-ის შემთხვევაში, არა მხოლოდ სასტუმროს დაფინანსებაზე, არამედ, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოშისტუმარმასპინძლობისა და მომსახურების დასავლური სტანდარტისა და შვეიცარული ხარისხის შემოტანაზე ვსაუბრობთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერით, კიდევ ერთი საერთაშორისო დონის პროექტი განხორციელდა საქართველოში“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved