• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართება

ალია ავტორი - ალია
12:29 03-14-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

თიბისის მხარდაჭერით, 14-19 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.

„ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში“, 20 მარტის ჩათვლით, ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

2024  წლის ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი-Single Image, მობილური ფოტო, კონცეპტუალურ სერიაში დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების ატვირთვა.

ჟიურის წევრები არიან: სტივენ ბენსონი  –  ფოტოგრაფი /აშშ/, ჯეფრი ვოლინი – ფოტოგრაფი /აშშ/, დინა ოგანოვა – ფოტოგრაფი /საქართველო/, თინა შელჰორნი  –  გალერისტი, კურატორი /გერმანია/, სოლ რობინსი – ფოტოგრაფი /აშშ/, ჯესიკა ჰაინსი – ფოტოგრაფი /აშშ/, საპრიზო ფონდი 6000 დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულებს 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს –  500 დოლარი. 

კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2024 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2024 წლის 14 მაისს.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვისკი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე წლებია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved