• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ბაია ფუდი“ 2023 წლიდან ნატურალურ ხილის სნექებს გამოუშვებს

ალია ავტორი - ალია
15:52 02-16-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ, უკონკურენტო ბრენდად რჩება.

წლების განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, თუმცა დევიზი – „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი მომავალი“ – არ შეცვლილა. სწორედ ამ დევიზს ეფუძნება კომპანიის ყველა ახალი წამოწყება თუ პროდუქტი, მათ შორის, ხილის ფაფებიც, რომელთა ხაზიც „ბაია ფუდმა“ 2019 წლიდან დაამატა და შავი ქლიავის, ალუბლის, ვაშლის, ბანანისა თუ გარგალის ფაფებს უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შესძინა.

დაფქული წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის, ქერის, სიმინდის ფაფები თავიდან ბავშვთა კვების ხაზით იყო ჩაფიქრებული, თუმცა საწარმოს გაფართოებისა და ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ „ბაია ფუდის“ ჯანსაღი, უჯრედისით მდიდარი ფაფები ყველა ასაკის მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი გახდა.

„ჩვენი პროდუქცია არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა თუ სტაბილიზატორებს. წიწიბურასა და ბრინჯის გარდა,ძირითადი ნედლეული – მარცვალ-ბურღულეული დახილის ჩირებიც, რომლითაც ვამდიდრებთ ფაფებს, ქართული წარმოებისაა. მარცვალი ჩვენთან სპეციალური დანადგარებით, ეგრეთწოდებული რბილი დაფქვის მეთოდით იფქვება. ამ დროს ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტში ჯანსაღი ნივთიერებების შესანარჩუნებლად. დაფქული მარცვლეული კი გაცილებით მალე იხარშება, ვიდრე მთლიანი მარცვალი. ეს ყველაფერი ჩვენი ბრენდის ხარისხის და პოპულარობის საფუძველია. ჯანსაღი პროდუქტის წარმოება დაარსების დღიდან ჩვენი დევიზი და არჩევანია, რის გამოც ამ პროდუქციას ყველა ასაკის მომხმარებელი სიამოვნებით მიირთმევს“, – ამბობს „კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელი, ზვიად გრძელიძე.

სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტების დახმარებითა და საკუთარი ინვესტიციით, 50 კვ.მ იჯარით აღებულ ფართში ერთი სახეობის ფაფით დაწყებული საქმე დღეისათვის საკუთარ საწარმოს, 25 სახეობის პროდუქტს და 18 დასაქმებულს ითვლის, რომელთა რიცხვიც პერიოდულად იზრდება.

მომავალი წლიდან „ბაია ფუდი“ ახალი ხაზის – ხილის სნექების წარმოებასაც დაიწყებს. ადგილობრივი ხილისგან დამზადებული, შოკოლადით გამდიდრებული ტკბილეული უახლესი ტექნოლიგიითა და ახალი დანადგარებით დამზადდება, რომლებიც „ბაია ფუდმა“ ინოვაციების სააგენტოს მიერ დაწესებული გრანტისა და UNDP -ს პროექტის ფარგლებში შეიძინა.

თიბისის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ხილის სნექებისთვის განკუთვნილი საწარმოს გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა. თიბისისავე დახმარებით, 2023 წლის დასაწყისში „ბაია ფუდი“ დანადგარების მონტაჟს დაასრულებს და გაზაფხულიდან ხილის სნექების პირველ რამდენიმე პროდუქტს გამოუშვებს.

2023 წელს განიხილება, ასევე, პროდუქციის გამრავალფეროვნება და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც. ექსპორტამდე კი ხილისა და ბურღულ-მარცვლეულის ფაფებს „მიუსლიც“დაემატება.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved