• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით აშენებულ სათბურებში კომპანია „სტრელეციას“ საქართველოში უნიკალური მცენარეები გამოჰყავს

ალია ავტორი - ალია
15:58 02-22-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

ქოთნის ყვავილების სათბური და სავაჭრო ცენტრი „სტრელეცია“, რომელიც ამავე სახელწოდების ულამაზესი ეგზოტიკური ყვავილის სახელს ატარებს, საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ოთახის ყვავილებისა თუ სხვა დეკორაციული მცენარეების მოყვარულთა ყურადღება.

მისი დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე, რომელმაც ჰოლანდიაში 26 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მეყვავილეობა პროფესიად აქცია, სამშობლოში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ ევროპაში დაგროვილი გამოცდილება კონკრეტულ საქმედ ექცია და, როგორც თავად ამბობს, ამით სამშობლოს განვითარების პროცესში ერთი აგური დაედო.

მერაბ ფუტკარაძემ საკუთარი სახსრებით იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში 2 ჰა მიწის ნაკვეთი იყიდა, სასათბურე მეურნეობა გააშენა და ქოთნის მცენარეების უნიკალური ჯიშების ევროპიდან შემოტანასა და საქართველოში მათ პოპულარიზაციას შეუდგა. სწორედ ასე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე უამრავი უნიკალური მცენარე, მათ შორის კი ყვავილების დედოფალი, ულამაზესი სტრელეციაც, რომელიც, სხვა მცენარეებთან ერთად, კომპანიას ახლა უკვე ადგილზე, თავად გამოჰყავს.

„მთავარი, რაც ჩვენს კომპანიას ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისგან განასხვავებს, მცენარეების ხარისხია. ევროპიდან შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის ტორფი, ადგილზე სპეციალური დანადგარების მეშვეობით გამოგვყავს მცენარეებისთვის ინდივიდუალურად საჭირო მიწა. ჩვენთან ყველა მცენარე ქოთანში იზრდება. ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები შხამ-ქიმიკატი მივაწოდოთ მათ. როგორც შხამ-ქიმიკატებით მოწამლული ხილი თუ ბოსტნეულია მავნე ორგანიზმისთვის, ასევეა ქოთნის ყვავილების შემთხვევაშიც, რომლებიც ამ შხამს შემდეგ ჰაერში გამოყოფენ და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენ მიერ გამოზრდილი მცენარე ჯანმრთელი იყოს. ქოთანში მცენარე კი ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ღია გრუნტში გამოზრდილი თუნდაც წიწვოვანი მცენარეები, რომლებიც სწორედ მიწაში არსებული დაავადებებით ავადდებიან“, – ამბობს კომპანია „სტრელეციას“ დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე.

იმერეთში, 2 ჰა მიწაზე, თიბისის მხარდაჭერით აგებულ 15-ამდე სათბურში, „სტრელეციას“ საგანგებოდ დატრენინგებული პერსონალი, მერაბ ფუტკარაძის თაოსნობით, 200-მდე სახეობის მცენარეს უვლის. მცენარეების 60-ამდე სახეობა საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, უმეტესობა კი, მათ შორის წიწვოვანი მცენარეები, ადგილზე გამოჰყავთ.

მერაბ ფუტკარაძისვე ინიციატივით, მეურნეობას წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ჰოლანდიიდან მოწვეული აგრონომი, რომელიც „სტრელეციაში“ დასაქმებულ, საგანგებოდ შერჩეულ პერსონალს კონსულტაციას უწევს და ატრენინგებს. ამჟამად კომპანიაში 7 დასაქმებულია.

მომავალში „სტრელეცია“ ტერიტორიის ორჯერ გაფართოებას, იმპორტის შეჩერებას და ყველა მცენარის ადგილზე გამოყვანას, სახეობების გამრავალფეროვნებას და ფასების განახევრებას გეგმავს.

რამდენიმე თვეში კი, მერაბ ფუტკარაძის ინიციატივით, კომპანიის ბაზაზე აგრონომიის შემსწავლელი ინსტიტუტი გაიხსნება.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved