• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის Meliora 2022-ის ჯილდო გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებში გადაეცა

ალია ავტორი - ალია
13:14 06-08-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

თიბისიმ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022″-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. აღნიშნული ჯილდო თიბისის პროექტისთვის „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“ გადაეცა.

კონკურსი Meliora, რომელიც პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში ტარდება, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის. თიბისი კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. ბანკი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018 და 2019 წლებშიც დასახელდა.

ჯილდო ექვს თემატურ კატეგორიაში გაიცემა, რომლებიც მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს: მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი,კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე,საზოგადოების მხარდაჭერა, სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა,გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე.გამარჯვებულები უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოავლინეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის გამჭვირვალე ინფორმაციისა და ობიექტური მაჩვენებლების მიწოდება. ამიტომ 2019 წლიდან ვაქვეყნებთ თიბისის წლიურ მდგრადი განვითარების ანგარიშს. ანგარიშში ინფორმაცია საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით არის წარმოდგენილი და, ამავდროულად, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) შესაბამის ანგარიშგებას წარმოადგენს. ეს ანგარიში არის იმ პასუხისმგებლობის დასტური და განაცხადი, რომელიც თიბისის 30 წელზე მეტია, აღებული აქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მომხმარებლების, თანამშრომლების, გარემოსა და საზოგადოების გაძლიერებას“. – მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

თიბისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზეაქტიურად ახორციელებს ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რასაც არაერთხელ მოუპოვებია საერთაშორისო აღიარება. გარემოსა და საზოგადოების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ უფრო მეტი სამაგალითო პროექტი განხორციელდება.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved