• რეკლამა
  • კონტაქტი
10:55, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის განათლების პროგრამის პირველი ნაკადის შეჯამება

ალია ავტორი - ალია
11:17 08-11-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
289

თიბისი ტექნოლოგიური განათლების პროგრამა,პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან, ახალი სტარტისთვის ემზადება.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დღეს უამრავ ახალ პროფესიას აჩენს. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის საწინდარია. სწორედ ამიტომ, თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსები მაისში დაიწყო და 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა. მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნის, მოკლე და გრძელვადიანი, კურსები მოსწავლეებმა აგვისტოშიფინალური შემოქმედებითი, პროექტების წარდგენითდაასრულეს.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ფინალური პრეზენტაციები. ამ პროექტებში, ერთი მხრივ ჩანდა ის გზა რომელიც მათ კურსების განმავლობაში გაიარეს, მეორე მხრივ კი მათი ინტერესები და ორიგინალური მიდგომები. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტექნოლოგიები საუკეთესო ინსტრუმენტია ადამიანის შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, საკუთარი ხედვისა და იდეების გასაზიარებლად. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც მოსწავლეების ფინალურ პროექტებს გავეცანი“ – სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„ჩვენი კურსები განსხვავებული ინტერესების მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის საინტერესო მიმართულება შეარჩიონ. პროგრამებზე მიღებული ცოდნით მათ უკვე შეუძლიათ მარტივი პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში მუშაობა. ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ის სურვილები და საჭიროებები, რაც ერთის მხრივ, ჩვენი ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო და მეორესმხრივ, როგორც დღეს ასევე მომავალში, გარდაუვალი იქნება დასაქმების ბაზარზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სექტემბრიდან უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კურსები შევთავაზოთ უფროსკლასელებს“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

სექტემბრიდან, თიბისის ტექნოლოგიურიგანათლების კურსებზე მიღება კვლავ  განახლდება. შემოდგომიდან თიბისი, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved