• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

განათლება, ახალი თაობა, ტექნოლოგიები, თანამედროვე პროფესიები

ალია ავტორი - ალია
14:23 09-11-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

მას შემდეგ რაც თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, ზაფხულში, საქართველოს 11 რეგიონიდან 600-მა უფროსკლასელმა წარმატებით დაასრულა, თიბისის გუნდი ახალი და უფრო მასშტაბური კურსების დაწყებას აანონსებს.

დღეს, ტექნოლოგიები ცვლის მსოფლიოს და ახალ რეალობაში გადაჰყავს ადამიანი. ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროში. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა მომავლის პროფესიებზე და მოიპოვოს სრული დაფინანსება ტექნოლოგიების შემსწავლელ 9 ონლაინ კურსზე.

„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს, ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. განათლების პროგრამის პირველმა ეტაპმა, ახალი თაობის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოავლინაციფრული ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების შესწავლის მიმართ. სწორედ ამიტომ, კურსების არჩევანი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

გაეცანით და აარჩიეთ თიბისის განათლების პროგრამის კურსები:

• ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML; CSS) – კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (HTML,CSS), რომლის გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს. პრაქტიკული კურსის ბოლოს, იმუშავებ ფინალურ პროექტზე და დამოუკიდებლად შექმნი ვებგვერდს.
• ვებგვერდების პროგრამირება (Back End: Python) – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენის, Python-ის საწყისების შემსწავლელი, პრაქტიკული კურსია, სადაც ისწავლი ვებგვერდის Backend-ის ნაწილის აწყობას და თავადაც შექმნი ვებგვერდს.
• მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა – კურსის მიზანია, ახალ თაობას შევძინოთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მოლაპარაკე პროგრამების შესაქმნელადაა საჭირო. ფინალურ ეტაპზემონაწილეები დამოუკიდებლად შექმნიან ჩატბოტს.
• კომპიუტერული თამაშების შექმნა – კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს – love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია 2D თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. თამაშის დაპროგრამებას, კი პროგრამული ენის – lua-ს საშუალებით შეძლებ.
• მობილური აპლიკაციების შექმნა (App Inventor) – ამ კურსის ფარგლებში, ისწავლი როგორც პროგრამირების საწყისებს, ასევე სხვადასხვა მობილური მოწყობილების მუშაობის ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ, თავად შექმნი მობილურ აპლიკაციას Androidმოწყობილობისათვის.
• ციფრული კომუნიკაცია – ამ კურსზე სწავლისას გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ონლაინ კამპანიას.
• ვიზუალური კომუნიკაცია (ვიდეოგრაფია; ფოტოგრაფია) – გაეცნობი სხვადასხვა ვიდეო-სამონტაჟო პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად Adobe Express, Lightroom, CapCut და ა.შ. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ფოტო/ვიდეო გადაღებას და  თავად მოჰყვები ამბავს გამოსახულების საშუალებით.
• გრაფიკული დიზაინი – ამ კურსზე ისწავლი და პრაქტიკაში გამოიყენებ Adobe-ს შედარებით ახალ პროდუქტს – Adobe Express. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შექმნი გრაფიკული დიზაინის პროდუქტებს.
• UI/UX დიზაინი – ისწავლი UI/UX დიზაინის პრინციპებს და იმუშავებ Figma-ს გარემოში. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შეიმუშავებ ვებგვერდის დიზაინს.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.

კურსები სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 11-დან 19სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved