• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ რესტორანმა „სადგურმა“ ბიზნესი გააფართოვა

ალია ავტორი - ალია
13:07 11-27-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

ლუდის ბაღი და რესტორანი “სადგური“, რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში მდებარეობს,  თიბისის ბიზნეს დაჯილდოების 2022 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში „რეგიონის  განვითარებისთვის“.  აღებული ჯილდოს დახმარებით კომპანიამ რესტორნის ტერიტორიაზე არსებული 300 კვმ დარბაზისთვის აპარატურა შეიძინა, რითაც თავისი საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა.

კომპანიის ისტორიასა და ამ ისტორიით სოფელშიდაწყებულ ახალ ცხოვრებაზე „სადგურის“ დამფუძნებელი, გიორგი ბარათაშვილი გვიამბობს:

„2016 წელს, როცა პირველად მოვხვდი ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში, ძალიან მომხიბლამისმა არქიტექტურამ და გამორჩეულმა, სრულიად უცხო განწყობამ. მივხვდი, რომ ამ ადგილს, თავისი ისტორიით, უნიკალური ეთნოგრაფიითა და კულტურით, განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი ჰქონდა.

აქ თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი გერმანელების მიერ 19-საუკუნეში აშენებული სახლები, ინფრასტრუქტურა, ღვინისა და გასტრონომიული კულტურა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ასურეთში შეგვეძინა ფართი და დაგვეწყო გასტრონომიული ბიზნესი.

2020 წელს შევისყიდეთ გერმანელების მიერ 1933 წელს აშენებული სამანქანო და სატრაქტორო სადგურის შენობა თავისი ეზოთი და ადმინისტრაციული ნაგებობით და დავიწყეთ ბიზნესის დაგეგმვა.

მოვახდინეთ შენობის მთლიანი რეკონსტრუქცია და 2022 წელს გავხსენით ლუდის ბაღი, ეგრეთწოდებული გერმანული „ბიერგართენი“ და რესტორანი, რომელსაც „სადგური“ დავარქვით.

გერმანელების წასვლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ქართველები, ძირითადად რაჭველები დასახლდნენ. ასე შეიქმნა უნიკალური, რაჭულ-გერმანული კულინარიული და ღვინის კულტურა.

ადგილობრივებისგან მოვიძიეთ ძველი გერმანულირეცეპტები, რომლებიც საინტერესო იმითაა, რომ ეს გერმანული კერძები რაჭული კულინარიული ელემენტებითაა გამდიდრებული. ჩვენი მენიუ ძირითადად ასეთი კერძებისგან შედგება.აღვადგინეთ ასევე გერმანული ძეხვეულის კულტურა, ნედლი სოსისები, რომლებსაცადგილობრივები გვიმზადებენ.

განსაკუთრებული ადგილი ამ მენიუში რა თქმა უნდა, ღვინოს უკავია, რომელიც ასევე გერმანული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გერმანელებს აქ მოჰყავდათ ყურძნის  უნიკალური ჯიში, „შალა“. შემორჩენილია მათ მიერ საგანგებოდაშენებული მარნები და სარდაფები თავისი კასრებით, ჩანებით, ტექნოლოგიით. რაჭველებმა ეს მემკვიდრეობა თავისებურად გააგრძელეს, არ შეუწყვეტიათ ღვინის წარმოება. სულ მალე კი ამ საქმეს ჩვენც მივყოფთ ხელს და ჩამოვასხამთ  ჩვენს ღვინოს – „ასურეთულ შალას“, „სადგურის“ ლოგოთი.

იმ დროს, როცა სადგური გავხსენით, სოფელში არ არსებობდა სხვა საკვები ობიექტი. თუმცა სულ რამდენიმე თვეში მივხვდით, რომ ჩვენი აქ დამკვიდრების შემდეგ ასურეთში ცხოვრება სულ სხვანაირად აჩქეფდა. ჩამოდიოდა და გვსტუმრობდა უამრავი ტურისტი, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ამიტომ რესტორანს დავამატეთ კიდევ ერთი ღია სივრცე და ასევე დახურული სივრცე კორპორაციული და კერძო ღონისძიებებისთვის.

მალევე სოფელში გაჩნდა სხვა საკვები ობიექტებიც, სასტუმროც, შენდება ცხენების ფერმა, აიწია უძრავი ქონების ფასმაც. დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა, მათგან ვყიდულობთ ნედლეულსაც. ეს ყველაფერი, ცხადია, დადებითად აისახა სოფლის ეკონომიკაზეც.

სწორედ ამიტომ, როცა 2022 წელს გამოცხადდა ბიზნეს დაჯილდოება, განაცხადი შევიტანეთ ნომინაციაში „რეგიონის განვითარებისთვის“.

ჯილდოს დახმარებით ჩვენი დარბაზისთვის შევიძინეთ საპრეზენტაციო და მუსიკალური გაფორმებისთვის საჭირო აპარატურა, რომლის წყალობითაც დღეს აქ უკვე  შესაძლებელია სრულყოფილი ღონისძიებების ჩატარება, იქნება ეს გამოფენა, პრეზენტაცია, ქორწილი, კორპორაციული წვეულება ტუ ფესტივალი. რამდენიმე ასეთი ღონისძიება უკვე შედგა.

წელს მოვაწყვეთ გერმანული ფესტივალიც„ოქტობერფესტი“, რომელსაც ჩვენ „ოქროსფერფესტი“ დავარქვით. მთელი ფესტივალის განმავლობაში, ამ აპარატურის დახმარებით, უკრავდა ცოცხალი მუსიკა.

ამ ფესტივალით საფუძველი ჩაეყარა ახალ, საფესტივალო მიმართულებას, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო დაიხვეწება და  მასშტაბს შეიძენს. ეს ამ აპარატურის გარეშე ვერ მოხდებოდა.

ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვება ჩვენნაირი დამწყები ბიზნესებისთვის იმის დასტურია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ამ გამარჯვების შემდეგ გაგვიცნო კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა, სამჯერ გაიზარდა სტუმრების რაოდენობა და შესაბამისად გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობაც – კიდევ უფრო გავლამაზდეთ, დავხვეწოთ ჩვენი რესტორანი და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ამ რეგიონით, რომელშიც უკვე სულ სხვანაირად ჩქეფს სიცოცხლე.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved