• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

ალია ავტორი - ალია
13:45 02-09-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242

საუკეთესო ინოვაციურმა სტარტაპმა Artisio-მ, რომელმაც ეს სტატუსი თიბისის ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე მოიპოვა, ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან, Jenson Funding Partners 250 000 ფუნტის დაფინანსება მიიღო.

მიღებული ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტარტაპს, რომელიც ბაზარს აუქციონების მართვის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემას სთავაზობს.

„ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ Artisio-მ საკვანძო ეტაპს მიაღწია – მოვიპოვეთ დაფინანსება Jenson Funding Partners-ისგან, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე ორიენტირებული სარისკო კაპიტალის მმართველი კომპანიაა. გარდა სოლიდური ფინანსური რესურსის მოზიდვისა, ჩვენ შევიძინეთ საუკეთესო მრჩევლები, გვაქვს Jenson Funding Partners-ის მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიური და ოპერატიული ექსპერტიზა, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს.

ეს დაფინანსება კი საშუალებს მოგვცემს, რომ აუქციონების ინდუსტრიას შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. ასევე გავფართოვდეთ აშშ-ს ბაზარზე და გავუშვათ ჩვენი პლატფორმა ახალი მომხმარებლებისათვის,“ – ამბობს Artisio-ს ერთ–ერთი დამფუძნებელი ბერდია ყამარაული.

Artisio აუქციონების მართვის SaaS სისტემაა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აერთიანებს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).

Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას იძლევა მივუერთდეთ და გავცვალოთ მონაცემები მესამე მხარესთან. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას აუქციონების მეშვეობით ახდენს, ხოლო ბაზრის მოცულება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Artisio-მ ფუნქციონირება 2021 წლის დასაწყისშიდაიწო და ამჟამად აუქციონის ბიზნესში 200-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს მას რუტინული ამოცანების გასამარტივებლად და აუქციონის მართვის მთელი პროცესის ავტომატიზებისთვის (ინვენტარის მართვა, გაყიდვა და აუქციონის შექმნა, კლიენტების მართვა, ანგარიშგება და ანალიტიკა, ინვოისი და გადახდები და მეტი).

Artisio-ს გუნდი მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არაპირებს, სტარტაპის მიზანია მომავალში შექმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ე.წ  onboarding -ის პროცესს პლატფორმის ახალი მომხმარებლები დამოუკიდებლად გაივლიან.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved