• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა – GetData

ალია ავტორი - ალია
13:38 03-20-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით,საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, GetData-ს სასწავლო პროგრამას იწყებს. 

ციფრული ეპოქა, რომელშიც მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მიუხედავად ამ მზარდი მოთხოვნისა, საქართველოს ბაზარზე მონაცემთა ანალიტიკისა და მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით კადრების დეფიციტი შესამჩნევია.  

სწორედ ამიტომ, თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, იწყებს GetData-ს, სასწავლო პროგრამას, რომელიც 18 წლიდან ყველა დაინტერესებულ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საფუძვლიანად შეისწავლონ მონაცემთა ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება. 

აღსანიშნავია, რომ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ, ხოლო ონლაინ სწავლება კი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მთელი საქართველოდან.

GetData ეს არის სრულიად პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამა, სადაც სტუდენტები:  

✓ რეალურ მონაცემებთან იმუშავებენ და შეისწავლიან მონაცემთა ანალიტიკის პროცესებს; 
✓ თიბისის Data გუნდის ექსპერტებისგან მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. 
✓ სიმულაციებისა და მონაცემთა მანიპულაციების მეშვეობით აითვისებენ მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ტექნიკებს;
✓ გუნდური და კოლაბორაციული პროექტების მეშვეობით განივითარებენ როგორც ტექნიკურ, ასევე რბილ უნარებს. 

პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსთა გუნდში დასაქმებას, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობით გააგრძელებენ პროფესიულ განვითარებას. 

აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიამ ახლახანს დაასრულა მონაცემთა ინჟინერიის 5-თვიანი კომპლექსური ბუთქემფი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიასთან მუშაობას ასწავლიდა სტუდენტებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ნაწილი უკვე წარმატებით დასაქმდა და მონაცემთა ინჟინერიის სფეროში აგრძელებს კარიერას. 

თიბისი ბანკისთვის მონაცემების სფეროს განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია. თიბისი IT აკადემია და Dataგუნდი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა შექმნან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მონაცემთა სპეციალისტების ახალი თაობა. GetData და მონაცემთა ინჟინერიის ბუთქემფი ამ ეკოსისტემის გამყარებისა და ბაზრის მოთხოვნებზე საპასუხოდ შექმნილი ინიციატივებია, რომლებიც ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს, ხოლო ტექნოლოგიურ კომპანიებს კვალიფიციურ ტალანტებს. 

ეწვიე თიბისი IT აკადემიის ვებ-გვერდს და დარეგისტრირდი 30 მარტის ჩათვლით.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved