• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ შოვში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
13:35 09-01-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
450

3 აგვისტოს, რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თიბისი ბანკშიგახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე დღეისათვის700 000 ლარია შეგროვებული. აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი200 000 ლარი მოქალაქეების, კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გაღებული თანხაა.

შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, თიბისი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობს. წითელი ჯვარი თიბისის მიერ შექმნილ შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს გაუწევს ადმინისტრირებას.

დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომლებსაც მოხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.

– ფსიქიკური ჯანმრთელობა და გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის, მათ შორის, დაკარგულთა/გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ევაკუირებული პირების, მაშველების,სამძებრო სამუშაოებში ჩართული ადამიანების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოხალისეებისათვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, რათა ხელი შევუწყოთ ტრაგედიით გამოწვეული სტრესის დაძლევის ბუნებრივ პროცესს.

– დაზარალებულთა ფინანსური დახმარება

სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლებისმოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდება შეფასება და შეიქმნება იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. თიბისის ფონდიდან ამ ადამიანებს ჩაერიცხებათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელიც მათ პირველადი საჭიროებების დაფარვის საშუალებას მისცემს.

თიბისი მზადყოფნას გამოხატავს, ფინანსური დახმარება გაუწიოს სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ამ პროცესის მართვაში, ვითვალისწინებთ წითელი ჯვრისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ფსიქოლოგების რეკომენდაციებს.

სტიქიის პირველივე დღეებში, სამაშველო სამუშაოებისა და სტიქიაზე რეაგირებისათვი საჭირო პირველადი მოხმარების საჭიროებებისა და აღჭურვილობისათვის, თიბისის ფონდიდან წითელ ჯვარს გადაერიცხა 30 000 ლარი.

თიბისი რეგულარულად გაავრცელებს განახლებულ ინფორმაციას ფონდში ჩარიცხული თანხების განაწილებასთან დაკავშირებით.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ თიბისის საქველმოქმედო ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშზე:


ლარის, აშშ დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

GE89TB7318736080100017

მიმღები: ააიპ თიბისელები

Beneficiary: NNLE TIBISELEBI

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved