• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის 3 ჯილდო მიიღო

ალია ავტორი - ალია
13:00 04-08-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული, მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, ზედიზედ მესამედ მიიღო. ამასთანავე, თიბისი WM-მა, დამატებით, მაღალშემოსავლიანი კლიენტების მომსახურებისა და მდგრადობის ნომინაციებში გაიმარჯვა.

მდგრადობის ჯილდო თიბისი WM-მა ახალი ეკო ბარათებისთვის მიიღო. თიბისი WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან. უმაღლესი კლასის ბარათის მომხმარებელს ავტომატურად შეაქვს წვლილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) გლობალური და ადგილობრივი მიზნების მიღწევაში.

„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება, რითიც ადამიანებს ცხოვრებას  ვუმარტივებთ. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო,რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით, ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ მომხმარებლების საჭიროებებს სათანადოდ ვპასუხობთ და წარმატებით ვუბამთ ფეხს გლობალურ ტენდენციებს“, –  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვებს აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში. პერსონალურ საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი კაპიტალი მართვის მიმართულებით, Euromoneyუკვე 20 წელია საერთაშორისო საბანკო სექტორს იკვლევს.   Euromoney-ის ჯილდო ისეთ კომპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved