• რეკლამა
  • კონტაქტი
23:39, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში ქალი მეწარმეების საჭიროებების კვლევის შედეგები წარადგინა

ალია ავტორი - ალია
17:22 10-24-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქალ მეწარმეთა პროფილებისა და საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის მიგნებები წარადგინეს. ბაზრის სეგმენტაციის კვლევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ A2F Consultingთიბისისთან თანამშრომლობით და EBRD-ის დაფინანსებით ჩაატარა.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოსდრაკინოსმა გახსნეს.

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თიბისისთვის არის მეწარმეების მხარდაჭერა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. წლებია, ვზრდით ჩვენს მდგრად პორტფელს, რომლის ნაწილიც არის ქალ მეწარმეთა დაფინანსება. არაერთი წარმატებული მეწარმე ქალია დაფინანსებული  ჩვენი „სტარტაპერის“ პროგრამის ფარგლებში. ჩვენი სერვისები მიმართულია ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ იმ მიზნით, რომ მათ სხვადასხვა ბარიერების გადალახვა და თვითრეალიზება შეძლონ, და ამით,წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და განვითარება შეიძლება იქცეს საქართველოს ეკონომიკური ზრდისმნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად და გახადოს ეკონომიკა უფრო ინკლუზიური და მდგრადი – რაც EBRD-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ეს პროექტი განგვეხორციელებინა  ჩვენს სანდოპარტნიორთან – თიბისი ბანკთან ერთად. პროექტიადასტურებს, რომ როგორც EBRD, ისე თიბისი ბანკი,მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდითა და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით“ – განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკისვრიენიოს დრაკინოსმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თიბისის პარტნიორი მეწარმე ქალები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელურიგანხილვა თემაზე – „ქალ მეწარმეთა ბიზნეს პოტენციალი საქართველოში – გამოწვევები და შესაძლებლობები“. განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, EBRD-ის ინკლუზიური ფინანსირების მიმართულების ხელმძღვანელი ფრანჩესკა დალა პოცა, თიბისის მომხმარებელი ქალი მეწარმე, შპს „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელი თინათინ ხუციშვილი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.

პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრესსაქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მეწარმეობის კუთხით არსებულ გამოწვევების, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად მსოფლიოში გავრცელებულ საუკეთესო გამოცდილების შესახებ და ხაზი გაუსვეს ფინანსური სექტორისა და სახელმწიფოს როლს ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებშიგანხორციელებულ 287 პროექტში, რომელთა 81% კერძო სექტორზე მოდის.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved