• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოს რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

ალია ავტორი - ალია
16:06 04-13-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში აგრო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც ადგილობრივ ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულყოფილად გაეცნოთ, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.

ღონისძიებები მარტსა და აპრილში გაიმართა გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში. პანელურ დისკუსიებში თიბისისთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პარტნიორი ორგანიზაციებიდან: სოფლის განვითარების სააგენტო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და კომპანია აგროკომი.

შეხვედრებს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები, ასევე, საშუალო და მსხვილი ფერმერები და სტარტაპერები ესწრებოდნენ.

„ჩვენი შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, მათი ინფორმირება იმ მასშტაბური პროექტების და შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ თიბისი ბანკი სთავაზობს პარტნიორ სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი. თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად მარტივია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება,“ – აცხადებს თიბისის სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი შოთა გონგლაძე.

თიბისი პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ – შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს პროგრამების ფარგლებში – სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა)“ და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამით: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.

შეხვედრებზე მისულმა მეწარმეებმა და ფერმერებმა ყველა ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზანმიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისკენ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის, ეს არის ბიზნესის დაწყება, განახლება, გადაიარაღება გაფართოება და ა.შ. ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დღეს ბიზნესების გაძლიერებისთვის — ასეთებია პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი სესხის უზრუნველყოფისთვის და სხვა“, – აცხადებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბოსტაშვილი.

„რეგიონებში ასეთი შეხვედრები კარგი საშუალებაა იმისა, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო უფრო აქტიურად საუბრობდეს და უფრო მეტად ცვლიდეს ერთმანეთში ინფორმაციას. ჩვენ მათ მოვუყევით იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო სთავაზობს ფერმერებს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, დამსწრე საზოგადოების მხრიდან ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, რაც სახელმწიფო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს საშუალებას გვაძლევს, რომ იმ პროგრამებში, რომლებსაც ერთობლივად ვახორცილებთ ან შეიძლება მომავალში დავნერგოთ, სწორად გავითვალისწინოთ მეწარმეების სატკივარი თუ საჭიროებები,“ – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გელაშვილმა.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლის ვერიკო ხომერიკის თქმით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ურთიერთობა.

„სამიზნე აუდიტორია, რომელიც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარებს ემთხვევა. ამიტომ ჩვენი განმცხადებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის სასესხო პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლონ ბანკში და პირიქით, თიბისის კლიენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ მეტი ჩვენი საგრანტო კონკურსების და ზოგადად, პროექტის საქმიანობს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ურთიერთობა. ამ პროგრამის დიზაინი კი ისეთია, რომ ბიზნესის გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს,“ აცხადებს ვერიკო ხომერიკი.

გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს მხარდაჭერას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved