• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისიმ პროექტ ჩართეს ბენეფიციარებისთვის პროფესიული მასტერკლასი ჩაატარა

ალია ავტორი - ალია
13:59 03-02-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
297

თიბისისა და ჩართეს პარტნიორობის ფარგლებში, პირველ მარტს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში თიბისის თანამშრომლებმა პროექტ ჩართეს ბენეფიციარ მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარეს და საჭირო ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. პროექტი ჩართე მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს ხარისხიანი განათლებაზე წვდომა.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს  თიბისის წარმომადგენლებმა ისეთი მიმართულებების ტენდენციები გააცნეს, როგორებიცაა: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერია, სისტემების ინჟინერია, UI/UX დიზაინი, IOS დეველოპმენტი, პროდუქტის მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები. პროფესიული მასტერკლასის შემდეგ ახალგაზრდები სხვადასხვა აკადემიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათი მომავალი პროფესიების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

„30 წლიანი ისტორიის მანძილზე თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს  განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენი ბრენდის მთავარ სოციალურ ფოკუსად სწორედ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ვაქციეთ. პროფესიული მასტერკლასი, რომელიც თიბისის თანამშრომლებმა ჩართეს ბენეფიციარებს ჩაუტარეს, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს გაეცნონ და აითვისონ. თიბისი ჩართესთან თანამშრომლობას განაგრძობს და მომავალში სხვა არაერთი საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიური ინიციატივებით დაუჭერს მხარს“, – ამბობს თიბისის სტრატეგიული პროექტების მართვის ლიდერი ალექსანდრე მაყაშვილი.

„დღეს ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით სწავლა და მუშაობა ძალიან მარტივია. თუმცა, არსებული ციფრული უთანასწორობის ფონზე, ხარისხიანი განათლების მიღება არ არის ყველასთვის თანაბრად შესაძლებელი. სწორედ ამან განაპირობა პროექტ ჩართეს შექმნა.  როგორც პასუხისმგებელ მოქალაქეებს,  კომპანიებსა თუ ორგანიზაციების,  შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისა და მათი ოჯახების აკადემიური,  პროფესიული თუ ფინანსური განვითარების პროცესში. თიბისის ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტ ჩართეს მონაწილეებს დაეხმარებათ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და შეიქმნან სწორი მოლოდინები  ამ  სფეროში არსებულ პროფესიებსა და პერსპექტივებზე”, – ამბობს მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ ჩართეს ოპერაციული ხელმძღვანელი.

აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების განათლებით უზრუნველყოფას მოიაზრებს. ამ ღონისძიების ინიციატორები თიბისის 2022 წლის გრეის ჰოპერის პროგრამის გამარჯვებულები ქალების გაძლიერების ნომინაციაში, თამთა კაპანაძე და პროექტი ჩართე არიან. გრეის ჰოპერის დაჯილდოება 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და თიბისის პარტნიორობით ჩამოყალიბდა და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში გოგონებისა და ქალების მიღწევების აღიარება, მათი გაძლიერება და ხელშეწყობა.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved