• რეკლამა
  • კონტაქტი
22:34, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

ალია ავტორი - ალია
18:14 06-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიება 25 ივნისს ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო:„მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“.

ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი – სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე, რაც სრულ თანხვედრაშია თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. მან თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, თიბისის რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა კი შეაჯამა 2024 წლის ძირითადი მიღწევები მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, რომლის სპიკერებიც იყვნენ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებული და გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებული.

ღონისძიება დასრულდა დიალოგით თემაზე „მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში“. ეს თემა ასახავს თიბისის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს კულტურულ განვითარებას, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. დიალოგი ვიზუალურ არტისტ მარიამ ოდიშელიძესა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს შორის გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მედია, თიბისის პროგრამების მონაწილეები, თანამშრომლები და მომხმარებლები — როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესსექტორებიდან.

„თიბისიში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მხარი დავუჭიროთ მდგრად განვითარებას. ჩვენი საქმიანობით ვქმნით მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე. გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პერსპექტივები ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, ვუპასუხოთ კომპლექსურ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და ვიყოთ ESG პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თიბისი მდგრადი განვითარების მიმართულებით 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის არის მელიორა 2024-ის კონკურსზე მთავარი ჯილდო კატეგორიაში „წლის პასუხისმგებლიანი მსხვილი კომპანია“, ESG აკადემიის PEAK ჯილდო საერთაშორისო დეველორის კონკურსზე, ევრომანის ჯილდო მდგრადობის მიმართ გამორჩეული ერთგულებისთვის.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია. იხილეთ თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში: tbc-bank-group-plc-sustainability-report-2024.pdf

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved