• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

ალია ავტორი - ალია
13:12 10-24-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ისვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორცილებისთვის, რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. 

„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ ინიციატივების ხელშეწყობა, რომელთა ფარგლებშიც, ქართულ ბიზნესსექტორში საერთაშორისო სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ბიზნესი იღებს გარემოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ფონზე, დღეს მთავარი გამოწვევაა გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა. პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ჩვენი და EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით, სულ უფრო მეტი ბიზნესი დაამონტაჟებს მზის ელექტრო პანელებს, შეამცირებს ქსელური ელექტროენერგიის მოხმარებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა.

2023 წელს თიბისის მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობამ 1,23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგზე 57%-ით მეტია. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს თიბისის მუდმივად მზარდ წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved