• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი USAID-თან და Savvy – სთან თანამშრომლობთ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვორქშოფებს გამართავს

ალია ავტორი - ალია
11:58 01-24-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

24-25-26 იანვარს, ქ. ბათუმში, თიბისის სათაო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის
წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები
გაიმართება.
ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს თიბისი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამასთან და საკონსულტაციო ჯგუფ Savvy – სთან თანამშრომლობით ახორციელებს.
USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მრავალი მიმართულებით
თანამშრომლობს თიბისისთან საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის
ეკოსისტემის განვითარების მიზნით. თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიმართულება,
მოიაზრებს აჭარაში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნესის
განვითარების სერვისების მიწოდებას, USAID – ის პროგრამის BIZLink მეთოდოლოგიით,
რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, და მოიაზრებს ჯგუფურ
ვორქშოფებს/ტრენინგებს და ინდივიდუალურ სამუშაო სესიებს ბიზნესებისთვის
ფინანსური წიგნიერების, ფინანსური მართვისა და აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესები თავიანთ საწარმოებზე მორგებულ
ტექნიკურს დახმარებას მიიღებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფინანსური
წიგნიერების გაუმჯობესება, ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკების
დანერგვა/გაუმჯობესება და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ფინანსური ანგარიშგებების
შემუშავება და გაუმჯობესება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის
წარმომადგენელი სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის მსუბუქი მრეწველობა,
ტურიზმი, სერვისები და სხვ. პროექტი  2 ეტაპისგან შედგება – დიდი ვორქშოფი და
ინდივიდუალური კონსულტაციები და 5 კვირიანი პროგრამა 10 შერჩეული
კომპანიისთვის. 5 კვირიანი პროგრამის ფარგლებში კომპანიების მხარდაჭერა მოიცავს
ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზებული ფორმების და ანალიტიკის
ინსტრუმენტების დანერგვას. შედეგად, კომპანიებს შეეძლებათ მარტივი და ფინანსური
ინსტიტუტებისთვის მისაღები ფორმებით მოამზადონ საკუთარი ფინანსური
მაჩვენებლები, ასევე, გაანალიზონ შედეგები, რაც გაზრდის როგორც დამატებითი
სახსრების მოძიების შესაძლებლობას, ასევე კომპანიაში გააძლიერებს ფინანსური
შედეგების ანალიზს.
ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩატარდება საკონსულტაციო ჯგუფ Savvy –
სთან თანამშრომლობითა და ჩართულობით.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved