• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი სტარტაპერი და LAAP STUDIO მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად პარტნიორობას იწყებენ

ალია ავტორი - ალია
14:58 01-23-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით, თიბისი სტარტაპერმა და
კომერციული ფოტოგრაფიის სტუდია LAAP STUDIO-მ კორპორატიული სოციალური
პასუხისმგებლობის ახალი პროექტი წამოიწყეს. თიბისის პროექტი სტარტაპერი სტარტაპ
კურსის მონაწილე სამ გამორჩეულ ბიზნესს — “ თაიას ”, “N9 Gallery-სა” და “ ჩინის ” –
საკომუნიკაციო კამპანიას უგეგმავს, რომლის ფარგლებში საჭირო ყველა ტიპის
კონტენტს LAAP STUDIO სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
LAAP Studio ხუთი წლის წინ დაარსდა და, როგორც მისი დამფუძნებელი ავთანდილ
გასვიანი აღნიშნავს,  ერთ-ერთი პირველი ფოტოსტუდია იყო, რომელიც კომერციულ
ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდებოდა. კომპანია დღეს სრულფასოვანი ფოტო/ვიდეო
სტუდიაა. LAAP STUDIO-ს გუნდი 20-მდე ადამიანისაგან შედგება და პროექტის სრული
ციკლი ერთ სივრცეში ხდება — კონცეფციის მოფიქრებიდან აღსრულებამდე. საბოლოოდ
კი გუნდი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისთვის მაღალი ხარისხის,
პროფესიონალურ ვიზუალურ კონტენტს ქმნის.
სწორედ ვიზუალური კონტენტია ის, რასაც მომხმარებელი პირველ რიგში ხედავს, როცა
მისთვის საინტერესო პროდუქტს ეძებს. ამ მასალების დახმარებით ექმნება მას
წარმოდგენა როგორც პროდუქციაზე, ისე მთლიანად – ბრენდზე, შესაბამისად, მაღალი
ხარისხის, ყველასგან გამორჩეული ფოტო და ვიდეო მასალების შექმნას
განსაკუთრებული ხედვა, ცოდნა, გამოცდილება და რესურსი სჭირდება.
“ბაზარზე მრავალი ტიპის სტარტაპს შეხვდებით — ისინი მართლაც გამორჩეულ
პროდუქტებს ქმნიან და ამავე დროს, ბევრ გამოწვევას აწყდებიან, განსაკუთრებით —
საწყის ეტაპზე. მათ კონკურენციის გაწევა უწევთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე
ბრენდებთან, მაგრამ, როგორც წესი, დიდი მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო
ბიუჯეტი არ აქვთ. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ უწყვეტი კომუნიკაციისთვის
ფოტომასალებიც მუდმივად უნდა ახლდებოდეს, შესაბამისად, მათ არ აქვთ რესურსი,
სტუდიებს სისტემატურად დაუკვეთონ პროფესიონალური ფოტომომსახურება — ეს
დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ვიწყებთ ამ პროექტს
და შესაძლებლობა გვაქვს, სტარტაპებს დავუჭიროთ მხარი”, — აღნიშნავს ავთანდილ
გასვიანი.
ახალბედა მეწარმეების მხარდაჭერის სურვილით გადაწყვიტეს, აქტიურად დაეწყოთ
თანამშრომლობა სტარტაპერთან და პროექტში ჩართული მცირე ბიზნესებისთვის
შეეთავაზებინათ პროდუქტის ფოტოსესია, საიმიჯო პრინტ კამპანია, კატალოგისთვის
ფოტოსესია და სხვა სერვისები, რომლებიც ბიზნესისთვის საწყის ეტაპზე კრიტიკულად
მნიშვნელოვანია.
“თიბისიმ პროექტით სტარტაპერი საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას.
ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშნელოვან საქმეს ემსახურება და ძალიან ეხმარება

ანტრეპრენერებს განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი, ვფიქრობ,
სასარგებლო იქნება როგორც მთლიანი ეკოსისტემისთვის, ასევე კონკრეტული
სტარტაპებისთვის, რადგან ვიზუალური კონტენტი მათი წარმატებისთვის
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს”, — ამბობს ავთანდილი.
LAAP STUDIO-მ უკვე გადაიღო პირველი სტარტაპის, “თაიას”, პროდუქტები —
ქართული ეთნო სახლების მცირე მოდელები. პროექტის ფარგლებში, სტუდია
სტარტაპისთვის მრავალფეროვანი კონტენტის ნაკრებს ქმნის. ნაკრები მოიცავს როგორც
პროდუქტის სტანდარტულ ფოტოებს, რომლებიც პორტფოლიოსთვის ან სოციალური
ქსელებისთვისაა განკუთვნილი, ისე გაყიდვებზე ორიენტირებულ ფოტომასალას —
სხვადასხვა განწყობითა და სტილით. ამასთან, იქმნება სტოპმოუშენ კონტენტი,
რომელშიც ნაჩვენებია პროდუქტის შექმნის პროცესი და ნაკრების ნაწილია მცირე
ვიდეოც, რომელიც მნახველებს სტარტაპის ისტორიას გააცნობს. კონტენტის ნაკრები, ამ
ეტაპზე, შეიქმნება “N9 Gallery-ისთვის”, რომელიც საგამოფენო სივრცეა ახალგაზრდა
არტისტებისთვის და “ჩინისთვის”, რომელიც ჩემოდნებისთვის გამორჩეული ესთეტიკის
გარსაცმებს ქმნის.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved