• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის მხარდამჭერია

ალია ავტორი - ალია
15:10 06-14-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის(WRO) რეგიონული ფინალი გაიმართა.

საქართველოში გამართული ოლიმპიადის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვას, ისეთი დისციპლინების განვითარებას,როგორიცაა: პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წლევანდელ ოლიმპიადაში, საქართველოს რვა სხვადასხვა რეგიონიდან, 41 გუნდი, სულ 123 ბავშვი და მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში 3 გამარჯვებული გუნდი, სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით, 2023 წლის ნოემბერში, პანამაში გამართულ WRO-ს საერთაშორისო ფინალზე გაემგზავრებიან.

მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85  ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები.

რობოტების ოლიმპიადა, რომლის  თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები ახალგაზრდებს ეხმარება მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, უვითარებს მათ დამოუკიდებელ, შემოქმედებით, გამომგონებლურ, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას.

საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, EdutusUniversity, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია. 

გენერალური სპონსორები არიან თიბისი და საქართველოს უნივერსიტეტი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved