• რეკლამა
  • კონტაქტი
03:58, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ალია ავტორი - ალია
13:52 04-05-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

თიბისი ლიზინგმა და „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილმა პირველმა “მწვანე” USB კაბელების კომპანია „ტენემ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პარტნიორობის ფარგლებში თიბისი ლიზინგის ოფისებში პლასტმასის გადასამუშავებელი ურნები და ჭიქების კოლექტორი განთავსდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო მასშტაბური „მწვანე“ პროექტების დასაწყისი იქნება და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, დადებით გავლენას იქონიებს გარემოს დაცვაზე. თიბისი ლიზინგი სრულად იზიარებს „ტენეს“ პოლიტიკას და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების საქმეში.

შეგახსენებთ, რომ „ტენე“ არის პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად „ტენე“ მოსახლეობისგან სხვადასხვა სახის წახალისების გზით, იბარებს საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენს, რომელსაც მოგვიანებით გადაამუშავებს და ნულოვანი ემისიის პოლიტიკის ფარგლებში იყენებს კაბელის დასამზადებლად.

„ჩვენთვის, როგორც მწვანე ინიციატივების მხარდამჭერი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წავახალისოთ „ტენეს“ გარემოსდაცვითი ინიციატივა, რაც შიდა კომუნიკაციითა და მემორანდუმის გაფორმებით დავიწყეთ. დასაქმებულებს მუდმივად აქვთ სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ კორპორაციული პასუხისმგებლობის კამპანიებში, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობაში, რა მიმართულებითაც გარემოსდაცვითი პოლიტიკა განსაკუთრებულ მოქნილობას იძლევა, განვითარების მრავალმხრივი არეალი აქვს და სამომავლოდაც გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით განვითარებას,“ – თეო ლეჟავა, თიბისი ლიზინგის ბრენდისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც არ ხდება მყარი ნარჩენის დანაწევრება (სეპარირება) და გადამუშავება. ასეთ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში. დარწმუნებული ვარ თიბისი ლიზინგთან დაწყებული თანამშრომლობა ბიძგს მისცემს ბევრ სხვა ქართულ კომპანიას გახდნენ უფრო მდგრადი, იმუშაონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და იზრუნონ გარემოზე,“ – სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved