• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი მოიზიდა, რაც CDP-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში

ალია ავტორი - ალია
12:21 10-04-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

თიბისი ლიზინგმა წარმატებით მოიზიდა 10 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი Cassa Depositi e Prestiti– გან („CDP“), ორგანიზაციისგან, რომელიც წარმოადგენს იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

ეს ისტორიული ტრანზაქცია CDP-ის პირველ ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

აღნიშნული მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ლიზინგის მიზანს, ქვეყანაში უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა („MSME“) მზარდი საჭიროებების შესაბამისი ფინანსური რესურსების შეთავაზება.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა მხარდაჭერილია ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის  (“EFSD”)მიერ, რაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა MSME-ებისთვის დაფინანსების დეფიციტის შემცირების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპულ სამეზობლოში.  პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდის წახალისებას მთელ რეგიონში.

„მოხარულები ვართ, რომ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სწორედ თიბისი ლიზინგმა მოიზიდა, რაც ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც თიბისი ლიზინგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. ეს პარტნიორობა პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველვყოთ ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების გზებისაქართველოს MSME-ებისთვის, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის საყრდენის წარმოადგენენ. კაპიტალზე წვდომისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობით, ჩვენ არამხოლოდ ვეხმარებით ადგილობრივი ბიზნესების ზრდას, არამედ ხელს ვუწყობთქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ზრდის სტიმულირებას. CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტიციის განხორცილების გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას სხვა ქართული კომპანიებისთვის, რომ მათაც შეძლონ CDP-ისგან დაფინანსების მოზიდვა, რაც გააძლიერებს ინვესტიციების ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.„ჩვენთვის დიდი პატივია, გამოვაცხადოთ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ეს 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალზე წვდომას, რაც თავის მხრივ წაახალისებს  ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს და განვავითაროთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი განმაპირობებლები არიან. ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით, CDP მიზნად ისახავს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას, ფინანსური ინკლუზიის წახალისებას და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სტიმულირებას“, – ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი – საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში,  ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

  1. (R)
თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved