• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულია

ალია ავტორი - ალია
12:57 07-06-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

თიბისი ლიზინგმა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვა.აღნიშნულის მიზეზი 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციების წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველი ეროვნული ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციების გამოშვებაა. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.

ემისიის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან მიიღო მეორე მხარის მოსაზრება კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით. მეორე მხარის მოსაზრების თანახმად, თიბისი ლიზინგის მწვანე ობლიგაციების ჩარჩო სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP).

კომპანია ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად ევროკავშირისაგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან – Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

თიბისი ლიზინგის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია შეესაბამება პროგრამის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რაც გულისხმობს საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას.

ფასიან ქაღალდს აქვს 3 წლიანი ვადა და ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი არის თბილისის ბანკთაშორის განაკვეთი პლუს 2.75% მარჟა.

„მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას და გაზრდის ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ქართული ლიზინგის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს – ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის მთავარი ფინანსური დირექტორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved